ფეხბურთი

16:49 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძემ "კრასნოდარს" გაუტანა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის XXVII ტურში „ორენბურგმა“ საკუთარ მოედანზე „კრასნოდარის“ დამარცხება შეძლო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი 49 წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა, რომლისთვის ეს სადებიუტო გოლია პრემიერლიგაში. ქართველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

მოგეხსენებათ, 24 წლის თავდამსხმელი რუსულ გუნდში ზამთარში ბათუმის „დინამოდან“ შეუერთდა და დღემდე 9 მატჩის ჩატარება მოასწრო. „ორენბურგს“ 27 თამაშში 26 ქულა გაუხდა და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდა, თუმცა საპლეი-აუთო ზონაში ისევ იმყოფება. „კრასნოდარის“ რიგებში რა თქმა უნდა, არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც დიდი ხანია ტრავმას მკურნალობს.

მიმდინარე უიქ-ენდი ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთობ წარმატებულია: ლობჯანიძემდე გოლები ლაშა დვალმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, ნიკა კაჭარავამ, ირაკლი სირბილაძემ, ვაკო გვილიამ და გიორგი ქვილითაიამ (დუბლი) გაიტანეს, ხოლო გიორგი მერებაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115613