ფეხბურთი

20:32 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: X ტურის მიმოხილვა

ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე წრე დაიწყო. X ტურის ხუთი მატჩი 4-5 მაისს გაიმართა. პირველი მარცხი იწვნია „ბასაზე“ მარტვილის „მერანმა“, რომელმაც უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“მინიმალური ანგარიშითწააგო. 4 მაისს კიდევ ერთი პრინციპული მატჩივანში გაიმართა, ტყიბულელებმა „ცხინვალს“ 2:1 სძლიეს და სატურნირო ცხრილში სიტუაცია შედარებით გამოასწორეს. კვლავ ვერ იგებს „ზუგდიდი“, მეგრულმა კლუბმა ზედა ეწერში „სიონთან“დაძაბული შეხვედრა 2:3 დათმო. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა წაიღო ლანჩხუთიდან „რუსთავმა“,„ვიტ ჯორჯია“ კი მარტვილში დამარცხდა.

„მერანის“ პირველი მარცხი ექსმერანელის გოლით

ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ პრინციპულ დუელსორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. მასპინძლებს ლევან ქურდაძე და ნიკოლოზ ხინთიბიძე დააკლდათ. გიორგი მიქაძე კი უფრო დიდი საკადრო პრობლემებით დაუპირისპირდა მეტოქეს - სტუმრებს სერგეი ტრეტიაკი, რევაზ გეწაძე (დისკვალიფიკაცია) და გუნდის კაპიტანი სერგი ორბელაძე ვერ დაეხმარნენ.

ჩინებულად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ,მარტვილელებიპირველად დამარცხდნენ, არადა ვინც თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, რომ 3 ქულას თუ არა,მინიმუმ ფრეს იმსახურებდნენ, რადგან „მერანმა“ თამაშით აშკარად აჯობა თავის ვიზავის. უბრალოდ,როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაში „მთავარი ტაბლოა“. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი ყოფილმა მერანელმა ზვიად ქანთარიამ გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ„გაგრა“ ლიდერს მიუახლოვდა. სატურნიროცხრილს 25 ქულით კვლავ „მერანი“ ლიდერობს, „გაგრას“ კი 23 ქულა აქვს. მარტვილელები მომდევნო ტურში „ცხინვალს“ უმასპინძლებენ, „გაგრა“ კი ბოლნისში ჩავა.

4 მაისი. 17:00. საქართველოსნაკრების ტექნიკურიცენტრი "ბასა"

გაგრა (გაგრა) - მერანი (მერანი) 1:0 (0:0)

გოლი:ზვიადქანთარია (90+3).

მერანი:მამალაძე ©, მაისაშვილი, ლომაშვილი, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, შულაია, კურდღელაშვილი, ჯიქია (გიორგაძე 80), რუხაძე, ბარაბაძე.

სათადარიგო:კულუა, ორბელაძე, წოწონავა, ლუკავა.

მთავარიმწვრთნელი:გიორგიმიქაძე.

გაგრა:ნადირაძე, ლუცენკო (გაფრინდაშვილი 66), გიორგით. ტყეშელაშვილი ©, გვაზავა (ქურდაძე 46), კახიანი, გიორგიე. ტყეშელაშვილოი, ქანთარია, გეთიაშვილი, კიკნაძე, მოსიაშვილი (ჯგერენაია 81), ჯიშკარიანი.

სათადარიგო:ისიანი, პაპავა, წურწუმია, სამხარაძე.

მთავარიმწვრთნელი:ანატოლიპისკოვეცი.

გაფრთხილება: გიორგი ე. ტყეშელაშვილი (8), ირაკლირუხაძე (37), აკაკიშულაია (56), გიორგიკახიანი (67), ვანოკურდღელაშვლი (71).

მთავარიმსაჯი: ბაკურ ნინუა.

მეშახტემ ვანში გაიხარა

ზედიზედსამი წაგებული მატჩის შემდეგ, ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა. ეროვნული ლიგი 2-ის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა და შესაძლოა ბევრი რამე შეიცვალოს, მაგრამ გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. სავარაუდოდ, „მეშახტე“ და „ცხინვალი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.

ვანში გამართული კიდევ ერთი პრინციპული დაპირისპირება „მეშახტეს“ გამარჯვებით დასრულდა - 2:1. ანგარიში მამუკა ღონღაძემ გახსნა, თუმცა ნომინალურმა მასპინძლებმა მალევე გაუშვეს გოლი, ლაშა ქოჩლაძემ 6 წუთშისტატუსკვოაღადგინა. თამაშის ბედი პირველ ტაიმში თამაზ კიკაბიძემ გადაწყვიტა -ალბათ,X ტურის საუკეთესო გოლით. ტყიბულელმა თანაგუნდელთან გაითამაშა კედელი და შორეული, უძლიერესი გასროლით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ამ მოგებით „მეშახტეს“ 10 ქულა დაუგროვდა, 10 ქულა აქვს “ცხინვალსაც“, თუმცა პირად შეხვედრებში უპირატესობისგამო სატურნირო ცხრილში „მეშახტე“ მეშვიდეა, „ცხინვალი“ კი მერვე.

მომდევნო ტურის მატჩს „მეშახტე“ ლანჩხუთში გამართავს. „ცხინვალი“ კი მარტვილში „მურთაზ ხურცილავაზე“„მერანს“შეხვდება.

4მაისი. 17:00.ვანი

მეშახტე (ტყიბული) - ცხინვალი (ცხინვალი) 2-1 (2-1)

გოლები:1:0 მამუკა ღონღაძე (10), 1:1 ლაშა ქოჩლაძე (33), 2:1 თამაზ კიკაბიძე (42).

მეშახტე: ნონოსი, მჭედლიშვილი, აფხაზავა, ყურულაშვილი ©, ქართველიშვილი, ჭკუასელი (ხუჭუა 76), ბაჯელიძე, ღონღაძე (გვენეტაძე 85), კიკაბიძე, გედენიძე, ვეკუა (ჩაფიძე 53).

სათადარიგო:ტყეშელაშვილი, ბრეგაძე, კალაჯიშვილი.

მთავარიმწვრთნელი:კახი გოგიჩაიშვილი.

ცხინვალი:მელნიჩენკო, ცერცვაძე ©, მაქაცარია, ქოჩლაძე, ოლუვა, იოსელიანი, ქრისტესიაშვილი, კენჭაძე (წივწივაძე 51), ლეჟავა (ლომსაძე 46), გვალია, გადრანი.

სათადარიგო:ქუთათელაძე. კასრელიშვილი, ყურშავიშვილი.

მთავარიმწვრთნელი:გოჩა ჩიქოვანი.

გაფრთხილება:ბექა ქართველიშვილი (26), ნიკოლოზ კენჭაძე (36).

მთავარიმსაჯი:არსენ ნონიკაშვილი.

უსაშველო ზუგდიდი და ორი ჯაბა

უიღბლო გამოდგა ახალი მწვრთნელის, მამუკა ჭაჭუას პირველი მატჩი „ზუგდიდის“რიგებში. ზუგდიდელებს ჯერ გამარჯვება არა აქვთ დათუ მეგრულ კლუბში სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა,დღევანდელმდგომარეობაში ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. იმედი კი არის და ეს იმედიწარსულში ცნობილი ზუგდიდელიფეხბურთელის, ზაზა ჯანაშიას მისვლამ დაუბრუნა „ზუგდიდის“ ერთგულ ქომაგებს, თუმცა ჯერჯერობით ღრმა კრიზისშია გუნდი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ბოლნისელებმა პირველი ტაიმი ორი ჯაბას გოლებით მოიგეს: უბერებელმა ჯაბა დვალმა პირად აქტივში მე-11 გოლი ჩაიწერა, კიდევ ერთხელ კი ზუგდიდელებიჯაბა უგულავამ დაამწუხრა.

თითქოს, მატჩის ბედი პირველ ნახევარში გადაწყდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძელმაგუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ჯერ მისმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ცოტნე სამუშიამ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა.შემდეგლაშა კუკავამ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, თუმცა,სულ 3 წუთი შეინარჩუნეს ეს ანგარიშიმასპინძლებმა, რადგან 66-ე წუთზე ექსზუგდიდელმა ზვიად სიხარულიამ გაუტანა თავის ყოფილ გუნდს და უხვგოლიანი შეხვედრა 2:3 მორჩა.

„სიონი“ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა,„ზუგდიდი“ კი ერთი ქულით ბოლო პოზიციაზეა. ბოლნისელები მომდევნო მატჩს „გაგრას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზეგამართავენ. „ზუგდიდი“ მცხეთაში ჩავა.

5 მაისი. 17:00. ზედა ეწერი

ზუგდიდი (ზუგდიდი) - სიონი (ბოლნისი) 2:3 (0:2)

გოლები:0:1ჯაბაუგულავა (19), 0:2 ჯაბადვალი (45), 1:2 ცოტნესამუშია(60), 2:2 ლაშაკუკავა(63), 2:3 ზვიადსიხარულია(66).

ზუგდიდი:ეხვაია,რუხაია, გოლუბკა, აკობია, მალანია ©, დ. ქირია (ი. ეხვაია 61), ხუბუა, ნ. ქირია, სამუშია (ლაშხია 78), ფარჯიკია(ჭკადუა 70), კუკავა;

სათადარიგო:ჯომიდავა, თ. აკობია, ფიფია, ბუკია.

მთავარიმწვრთნელი:მამუკაჭაჭუა.

სიონი:ზარქუა, ნემსაძე, ჯაფიაშვილი, თევზაძე, კირკიტაძე, კოუოკო (ჭეიშვილი 76), კოშკაძე, უგულავა (ყურაშვილი 42),სიხარულია, დვალი (c), მანაგაძე (ლილუაშვილი 90+3).

სათადარიგო:მაქაცარია, ჯაფარიძე, აღდგომელაშვილი.

მთავარიმწვრთნელი:კობაჟორჟიკაშვილი.

გაფრთხილება: თევზაძე (52), გოლუბკა (65),კოუოკო (73), დვალი (90+3).

მთავარიმსაჯი:გოგაკიკაჩეიშვილი.

„სამგურალმა“ მარტვილში იმარჯვა

დათა ციხვაიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით, წყალტუბოს „სამგურალმა“ მარტვილში „მურთაზ ხურცილავაზე“უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მეტოქე კი,„ვიტ ჯორჯიას“ სახით, რთული ჰყავდათ „მასპინძლებს“. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ვერ ვიტყვით, რომ სტუმრები აქტიურნი არ ყოფილან, მაგრამ სახიფათო მომენტებიპირველ ნახევარშიმეტი „სამგურალმა“ შექმნა.

გოლი, როგორც აღვნიშნეთ, პირველ ტაიმში, მე-40 წუთზე „სამგურალმა“გაიტანა, დათა ციცხვაიამ, რომლისთვისაც მურთაზ ხურცილავას სახელობის არენა უცხო არაა. მან მეტოქე გუნდის საჯარიმოში თითქმის დაკარგული ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლადა ახლო მანძილიდან გაიტანა.

მეორე ნახევარში უფრო მწვავედ სტუმრებმაშეუტიეს, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა.

წყალტუბოელებმა 16 ქულით მე-5 ადგილზე აინაცვლეს, „ვიტ ჯორჯია“ კი მეექვსეა.

მომდევნო ტურში „ვეტერინარები“ „ზუგდიდს“უმასპინძლებენ, „სამგურალი“ კი რუსთავს ესტუმრება.

5 მაისი. 17:00. „მურთაზ ხურცილავა“

სამგურალი (წყალტუბო) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:0 (1:0)

გოლი:დათა ციცხვაია (40)

„სამგურალი“: კუპატაძე, კაკუშაძე (ფანცხავა 66), ბიბილაშვილი, გოგიჩაიშვილი (ჩიხლაძე 90), ბანძელაძე, შალამბერიძე, ხარაბაძე, კილაძე, ლაღაძე, ენდელაძე, ციცხვაია (ჩხეტიანი 53)

სათადარიგო: კუჭუხიძე, ნაცვლიშვილი, ლიპარტელიანი

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

ვიტჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, გურამგურეშიძე, ღუდუშაური, ვაზაგაშვილი (კახაბრიშვილი 66), ღირდალაძე, ექვთიმიშვილი (გიგაგურეშიძე 46), ჩიტიშვილი, საჯაია (კამლაძე 88), დავლაშელიძე

სათადარიგო: ისიანი, ჩაკვეტაძე, სეხნიაშვილი

მთავარიმწვრთნელი:თენგიზ კობიაშვილი

გაფრთხილება: კილაძე (51), ღუდუშაური (63), შალამბერიძე (74), მუხულიშვილი (90)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

“გურიას“ მოგების გემო დაავიწყდა

უკვე ექვსი ტურია, „გურია“ ვერ იგებს. შესაბამისად, ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში გურულები ბოლოსწინა ადგილზე არიან.

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უშეღავთო ბრძოლა გაიმართა, მასპინლებს გამარჯვება სწყუროდათ, რუსთაველები კი წინ მიიწევენ და მათთვისაც3ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

გამარჯვების გოლი რუსთაველთა გამოცდილმა ფორვარდმა ბესიკ ჩიმაკაძემ 48-ე წუთზეგაიტანა. „გურია“კვლავ აუტსაიდერთა შორის რჩება, „რუსთავი“ კი ზედა სამეულს მიუახლოვდა. მომდევნო ტურში „გურია“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლებს. „რუსთავი“ საკუთარ კედლებში წყალტუბოს „სამგურალს“ მიიღებს.

5 მაისი. 17:00. „ევგრაფი შევარდნაძე

გურია (ლანჩხუთი) – რუსთავი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი:ბესიკ ჩიმაკაძე (48)

გურია:ხვედელიძე, ბენაშვილი©, მეგრელიშვილი, მალანია (ბახია 67), შენგელია, კიკნაველიძე, კაშია, მოსიძე, ტელა, ტყემალაძე, გოგუაძე

სათადარიგო: ამაღლობელი, კუსიანი, კოტრიკაძე, ბარბაქაძე, ნარიაშვილი,ლაბაძე

მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

რუსთავი: ალავიძე ©, მინდორაშილი, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა, ლობჯანიძე, კილაძე, ჩიმაკაძე, ხოჯავა (ცაცკრიალაშილი 46), აფაქიძე, ქათამაძე (ციცვიძე 46), (კილასონია 78)

სათადარიგო: მერლანი, ნარიმანიძე, გოცაძე, გოგინაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: ლობჯანიძე (51), ვასაძე (74)

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო

1. მერანი 10 8 1 1 22 5 +17 25
2. გაგრა 10 7 2 1 12 2 +10 23
3. სიონი 10 7 0 3 18 11 +7 21
4. რუსთავი 10 5 2 3 19 11 +8 17
5. სამგურალი 10 5 1 4 13 15 -2 16
6. ვიტ ჯორჯია 10 4 2 4 14 12 +2 14
7. მეშახტე 10 3 1 6 12 24 -12 10
8. ცხინვალი 10 3 1 6 15 21 -6 10
9. გურია 10 2 1 7 11 19 -8 7
10. ზუგდიდი 10 0 1 9 11 27 -16 1
0.115622