"დილამ" ამ სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა. ზივ არიეს გაწვრთნილებმა "თენგიზ ბურჯანაძეზე" 2:0 სძლიეს საჩხერის "ჩიხურას”. გორელებმა საწყის 8 წუთში გაიტანეს გოლები.
ჯერ ბრაზილიური გოლი გავიდა: ლეანდრო რიბეირო მარცხნიდან გაექცა თორნიკე გრიგალაშვილს, მეკარის ბაქანთან შეასრულა გადაცემა და დერეტიმ ფეხით ზუსტად დაარტყა. ეს დერეტის პირველი გოლია საქართველოს ჩემპიონატში - 1:0.
რამდენიმე წუთში კი დავით კირკიტაძის პასს სიერალეონელი სალიუ ტარავალიეს მიერ ახლოდან გატანილი მოჰყვა. მალე კინაღამ მესამე გოლიც გავიდა - დინო ჰამზიჩმა კირკიტაძეს აუღო.
დილა (გორი) - ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (2:0)
დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, რომარიკი, ქარქუზაშვილი, პაპავა, დერეტი (რაზმაძე 73), კირკიტაძე, ლეანდრო (ნუბიო 76), წიქარიძე (მათიაშვილი 63), ტარავალიე
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ.გრიგალაშვილი (კორიფაძე 58), კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, სარდალიშვილი, ივანიშვილი, დეკანოიძე (ლექვთაძე 58), ტატანაშვილი
გოლები: 1:0 დერეტი (3), 2:0 ტარავალიე (8)
გაფრთხილება: დობროვოლსკი, თ.გრიგალაშვილი, ჭელიძე, ივანიშვილი
მსაჯი: ყრუაშვილი







