კალათბურთი

20:17 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიბამ ჰიჯაბით თამაში დაუშვა

კალათბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ფიბას გადაწყვეტილებით, მუსლიმ ქალებს თავსაბურავით თამაშის საშუალება ექნებათ.

ხუთშაბათს, ჰონ-კონგში, ფიბას ცენტრალური ბიუროს სხდომაზე მიიღეს ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს მუსლიმ ქალებს ჰიჯაბით ითამაშონ. თავსაბურავი უნდა იყოს თეთრი, შავი ან რომელიმე ერთი ფერის. არ უნდა იყოს სახე დაფარული და თავსაბურავი ტრავმის რისკს არ უნდა წარმოშობდეს.

მუსლიმური ქვეყნები ბოლო წლებია ფიბაში აღნიშნული საკითხის გატანას ცდილობდნენ. ჰიჯაბის აკრძალვის გამო 2014 წელს ყატარმა აზიის თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

თეგებიფიბაჰიჯაბი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125132