ფეხბურთი

11:43 | 4.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: “სელტას” პირველი ევროპული 1/2 ფინალი

“ესტადიო ბალაიდოსი” უმნიშვნელოვანესი მატჩის სამასპინძლოდ ემზადება. “სელტა” 93-წლიანი არსებობის განმალობაში ევროტურნირის 1/2 ფინალში პირველად ითამაშებს.

გალისიურმა კლუბმა დიდი ხანია ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და აქცენტი მთლიანად ევროპა ლიგაზე აქვს გაკეთებული. ვიგოელები ესპანეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე არიან და ედუარდო ბერიცოს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შედეგი სრულიად აკმაყოფილებს. არგენტინელი სპეციალისტი ლა ლიგაში უმეტესად მეორე შემადგენლობას ეყრდნობა და ძირითად მოთამაშეებს ევროპა ლიგისთვის უფრთხილდება.

მასპინძლებს ტრავმების გამო ბლანკო და როსი არ ეყოლებათ, ხოლო პლანასის თამაში საეჭვოა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში ქულები დაკარგა და ოთხეულის შანსები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. ამიტომაც, “წითელი ეშმაკები” ევროპა ლიგაზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებენ, რადგან აღნიშნული ტიტულის მოგების შემთხვევაში, ავტომატურად ჩემპიონთა ლიგაზე აღმოჩნდებიან.

ამ ეტაპზე “იუნაიტედისთვის”ევროპა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი რომ არის, ეს ჟოზე მოურინიომაც აღნიშნა. მისი თქმით, “მანჩესტერს” ეს თასი არასდროს მოუგია და ყველაფერს გაიღებენ გამარჯვებისთვის.

სტუმრებს შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვთ. როხო, იბრაჰიმოვიჩი და შოუ ტრავმირებულნი არიან, ხოლო პოგბა, სმოლინგი, ჯონსი და ბაილი ახლახანს მომჯობიდნენ და მათი თამაშის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.

ეს კლუბები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. “სელტას” სულ ინგლისელების წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია: 5 მატჩი მოიგო, 4 – წააგო. “იუნაიტედს” კი სტუმრად ესპანურ კლუბებთან 22-ჯერ აქვს ნათამაშები, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო.

23:05 სელტა – მანჩესტერ იუნაიტედი

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სავარაუდო შემადგენლობები

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, მალიო, ხონი, რადოია, პ.ერნანდესი, ვასი, სისტო, გუიდეტი, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): რომერო, ბაილი, დარმიანი, ვალენსია, იანგი, კერიკი, ერერა, პოგბა, მხიტარიანი, მარსიალი, რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115675