ფეხბურთი

17:07 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები, ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში, 2-7 მაისს მინსკში გასამართ უეფას განვითარების თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბელარუსის, ლატვიისა და მოლდოვის 16-წლამდე ნაკრებები იქნებიან. გივი კვარაცხელიას გუნდი უკვე მინსკშია დატურნირის პირველი მატჩისთვის, რომელიც 3 მაისს გაიმართება, ადგილზე ემზადება. გახსნით შეხვედრაში ჩვენი გოგონების მეტოქე მოლდოვის ნაკრები იქნება.

16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გივი კვარაცხელიამ, მინსკში 18 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ლანა მჟავია („ლანჩხუთი“), სვეტლანა გაბელაია („ლედი გორი“)

მცველები: ანა მინაძე („თბილისი“), ანა ჯოჯუა („თბილისი“), ელენე რაუხი („თბილისი“), გვანცა ქადაგიშვილი („ნორჩი დინამო“), ქეთევან ცაავა („მართვე“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ანა აკობიძე („თბილისი“), ნათია დანელია („თბილისი“), მეგი ეჯიბია („თბილისი“), მეგი გოცირიძე („კოლხეთი“, ხობი), მაიკო ბებია („თბილისი“), ანა წულაია („კოლხეთი“, ხობი), ეკატერინე ჩირგაძე („მართვე“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ანასტასია ბოლქვაძე („თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („თბილისი“), ნინო ფერაძე („ლედი გორი“), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი“)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევრო 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პორტუგალიაში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ადგილობრივი ნაკრების გარდა, ჩრდილოეთ ირლანდია და ავსტრია იქნებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117522