ფეხბურთი

19:56 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიეცით ხმა კვირკველიას - ქართველი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში

სოლომონ კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" საუკეთესო ფეხბურთელის პოზიციაზეა ნომინირებული - "რკინიგზელთა" ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით. ქართველი ფეხბურთელის კონკურენტები ბრაზილიელი არი, მანუელ ფერნანდეში, ალექსეი მირანჩუკი და ისლამ ვაგაბოვი არიან.

ხმის მიცემა ყველას შეუძლია - http://www.fclm.ru/ru/publications/monthplayer აღნიშნულ ლინკზე გადასვლის შემდეგ, მოვნიშნავთ სოლომონ კვირკველიას, ბოლოს კი, ვაძლევთ ხმას.

აპრილის თვეში 25 წლის მცველმა აპრილში რუსეთის პრემიერლიგაში ხუთი, ხოლო თასზე ერთი მატჩი ჩაატარა. მთლიანობაში, კვირკველიას "ლოკომოტივის" ღირსება დღემდე 10 შეხვედრაში აქვს დაცული. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენებური პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში გასულ თვეში ორჯერ მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ სამშაბათს, 2 მაისს, "რკინიგზელებს" რუსეთის თასის მოგების შანსი ექნებათ. ფინალურ მატჩში მათი მეტოქე "ურალი" იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122062