ფეხბურთი

19:43 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველი წრე: ცოტა რამ სტატისტიკაზე

ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა და სტატისტიკურ მონაცემებზე, ასევე, საინტერესო ფაქტებზე დავწერთ. მთლიანობაში, ჩემპიონატს დაძაბულობა არ აკლია, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ იშვიათად გვხვდება დიდი ანგარიშები. ასეთი მხოლოდ ექვსი თამაში იყო.

45 მატჩი გაიმართა და 114 გოლი გავიდა. საშუალოდ, 2,53 გოლი ერთ შეხვედრაში.

საინტერესოა, რომ 45 მატჩიდან 18 მოიგეს მასპინძლებმა, 18 სტუმრებმა და 9 ფრედ დასრულდა. აი, ასეთი თანაფარდობაა. სხვათა შორის, საკმაოდ ბევრჯერ მოხდა, რომ გუნდმა პირველი გოლი გაიტანა და წააგო. 9-ჯერ.

როგორც უკვე დავწერეთ, 6 მატჩი დასრულდა სამი, ან მეტბურთიანი სხვაობით. და ამ ექვსიდან სამჯერ ეს "ლოკომოტივმა" მოახერხა. გიორგი დევდარიანის გუნდმა დაბარებულივით 5:0 მოიგო სამივე თამაში: "შუქურასთან", "კოლხეთთან" და "ჩიხურასთან".

უცნაურად "იქცევა" "სამტრედია", რომელმაც საშინაო 5 მატჩში ერთხელაც ვერ მოიგო (ორი ფრე, სამი წაგება), სტუმრად კი ოთხიდან ოთხივე შეხვედრაში იმარჯვა. მთლად ასეთი მკვეთრად განსხვავება არა, მაგრამ სტუმრად უკეთ თამაშობს "დილაც". გორელებმა გასვლაზე ხუთი მატჩიდან ერთი მოიგეს და დანარჩენი ფრედ დაასრულეს, შინ კი ოთხი თამაშიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღეს.

ყველაზე შედეგიანი გუნდი "ლოკომოტივია" (23 გოლი) და ბომბარდირთა შორისაც ამ გუნდის ფორვარდები არიან პირველ-მეორე ადგილებზე: ირაკლი სიხარულიძეს 10 ბურთი აქვს გატანილი, მამია გავაშელიშვილს - 8. საინტერესოა, რომ სიხარულიძემ 5-ჯერ შეასრულა დუბლი. ან ორი ბურთი გააქვს, ან საერთოდ ვერ გააქვს.

ჰეთ-თრიქი სამჯერ აღინიშნა. ავტორები? "კოლხეთის" უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა "შუქურასთან" სტუმრად (4:2), მამია გავაშელიშვილმა "კოლხეთთან" 5:0 მოგებულ შეხვედრაში, თბილისის დინამოელმა ბაჩანა არაბულმა "შუქურასთან" (5:0).

საგოლე პასებს რაც შეეხება, "საბურთალოს" ვაგნერ გონსალვეში ლიდერობს - 5 "ასისტი". 4-4 საგოლე პასი აქვთ ლოკომოტიველ რატი არდაზიშვილსა და თბილისის დინამოელ გიორგი ჩაკვეტაძეს.

სამტრედია   2 - 2    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 2    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   1 - 2    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   0 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.348653