ფეხბურთი

17:16 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის გადამწყვეტ მატჩში ლატვია პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მინსკში გამართულ ტურნირზე გიორგი ნემსაძის შეგირდებმა სამივე მატჩი წაუგებლად ჩაატარეს, სამივეჯერ მეტოქეზე ზუსტად შეასრულეს მატჩისშემდგომი პენალტებიც და 6 ქულა დააგროვეს.

ლატვიელებთან მთავარმა მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, ბაქრაძე (ჩოთალიშვილი), ჯანგიძე, შალიკაშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, ჯინჭარაძე (დავითაშვილი), ოგბაიძე (ჩარკვიანი), კიკნაძე (გულიაშვილი).

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 6 ქულა დააგროვა, ასევე 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ლატვია, მოლდოვას 4 ქულა აქვს, ხოლო მასპინძელ ბელარუსს - 2 ქულა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები თბილისში ორშაბათს ღამით დაბრუნდება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114063