დიდი და თვალშეუდგამი სკანდალია ატეხილი ესპანეთში, რომელიც ვეტერანი ესპანელი მცველის, სერხიო რამისის მოდელ ცოლს, პილარ რუბიოს უკავშირდება. პილარი ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და პოპულარობაზე თვალებდაჭყეტილი ქალია და მისგან სკანდალების გამოძერწვა არავის უკვირს, თუმცა სკანდალიცაა და სკანდალიც...
როგორც პირინეელი ჭორთმოყვარეები გვამცნობენ, სერხიოს სახლში დიდი დავიდარაბა აუტეხავს, რადგან მის ყურამდეც მივიდა ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ სენიორ პილარი ახალგაზრდა ესპანელ მსახიობს საიდუმლოდ ხვდება და ეს ურთიერთობა თითქოს უკვე კარგა ხანია დაწყებულია.
ჩვენ სხვის საძინებელში მომხდარ ქარიშხლიან ამბებზე დაზუსტებითა და მჭმუნვარების გარეშე აბა როგრ ვისაუბრებთ, მაგრამ, თუკი რამოსის მხრიდან ცოლზე გაბრაზების ფაქტი დადასტურდება, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ სერხიო ტყუილად არ ატეხავდა დავიდარაბას. თუმცა, ეჭვი ისეთი რამაა, ვის როდის მიაკითხავს – კაცმა (და არც ქალმა) არ იცის....







