ბათუმის "დინამომ" სამმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულდა და ზღვისპირულ დერბიში 1:0 მოუგო ფოთის "კოლხეთს". ქობულეთის "ჩელე არენაზე" ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა.
კარგად ითამაშა ბათუმელეთა ნიგერიელმა შემტევმა კენედი ნვანგანგამ, მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, მოლდოველმა მეკარე სიკაჩმა ბურთი მოიგერია და უკრაინელმა იაროსლავ კვასოვმა დაამატა -0:1. არადა, სიკაჩმა მანამდე ერთი წუთით ადრე ურთულესი ბურთი მოიგერია.
"კოლხეთისთვის" ცუდი სერია გრძელდება. ბოლო ხუთ მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა აიღო და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.
კოლხეთი (ფოთი) - დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)
კოლხეთი: სიკაჩი, გ.კილასონია, გოგონაია, ვ.კილასონია, კერძევაძე, ქებურია, დაფე, ენდელაძე (ბუხაიძე 56), კაკულია (ლუკავა 82), კორობკა (ალ.კვარაცხელია 70), კოვტალიუკი
მწვრთნელი; გელა სანაია
დინამო ბთ: ტაკიძე, ტვილდიანი, ფარტენაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, კენედი, ქავთარაძე (ჯოვინიო 45+1), შონია, თევდორაძე (ფონიავა 58), ნვანგანგა (კვანტალიანი 66), კვასოვი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გოლი: 0:1 კვასოვი (25)
გაფრთხილება: სიკაჩი, კოვტალიუკი - ტვილდიანი, ფონიავა
მსაჯი: სილაგავა
ბომბარდირები
სიხარულიძე (ლოკომოტივი) - 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) - 8, კოვტალიუკი (კოლხეთი), არაბული (დინამო თბ) - 5 L







