ფეხბურთი

15:50 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტემ" ლა ლიგის საგზური მოიპოვა

ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში "ლევანტემ" შინ "ოვიედო" 1:0 დაამარცხა, 77 ქულა დააგროვა და 6 ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ვალენსიური კლუბი მესამეადგილოსან "ხეტაფეს" 19 ქულით უსწრებს.

"ლევანტეს" ერთი წელი დასჭირდა ლა ლიგაში დასაბრუნებლად. 2015/16 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონატში მე-20 ადგილზე გავიდა. ლა ლიგა 2-ში მეორე ადგილზე "ჟირონაა" 62 ქულით.

0.123668