ჩოგბურთი

14:37 | 25.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის წარმატებული სტარტი ბარსელონაში (VIDEO)

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაება და პირველი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელი ტარო დანიელი (114-ე) ორ სეტში დამაჯერებლად 6:3, 6:1 დაამარცხა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-10 ნომერი, ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება. შეხვედრა 26 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ბარსელონას ტურნირის საპრიზო ფონდი 2,2 მილიონ ევროს შეადგენს.

0.1095