ფეხბურთი

12:00 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ასოციაციის თასის ფინალშია (+VIDEO)

ინგლისის ასოციაციის თასის პირველი ფინალისტი ლონდონის "ჩელსი" გახდა. "არისტოკრატებმა" ნახევარფინალში პრემიერლიგაში მეორე ადგილზე მყოფი თანაქალაქელი "ტოტენჰემი" 4:2 დაამარცხა.

პირველი გოლი ვილიანმა მე-5 წუთზე გაიტანა და ჰარი კეინმა 13 წუთში წონასწორობა აღადგინა, თუმცა ვილიანმა ტაიმის ბოლოსკენ "ჩელსი" მაინც დააწინაურა. "ტოტენჰემი" შესვენების შემდეგ კარგი შემართებით გამოვიდნენ და დელი ალიმ 7 წუთში ანგარიში 2:2 გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის პროცენტული უპირატესობა "მამლების" მხარეს იყო, გუნდები თანაბრად ქმნიდნენ მომენტებს და საბოლოოდ მეტი სიზუსტე ანტონიო კონტეს შეგირდებმა გამოიჩინეს, 75-ე და მე-80 წუთებზე ედენ აზარმა და ნემანია მატიჩმა გაიტანეს და გუნდი ფინალში გაიყვანეს.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ლონდონის "არსენალს" და "მანჩესტერ სიტის" შორის 23 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105057