ფეხბურთი

18:05 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში “დინამო” გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. თბილისის “დინამომ” მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში თანაქალაქელ “ლოკომოტივს” პირველი ადგილი ჩამოართვა.

დინამოელებმა საკუთარ მოედანზე ქობულეთის “შუქურა” მიიღეს და ამ სეზონში პირველად დიდი ანგარიშით 5:0 იმარჯვეს. მასპინძლები შესვენებამდე ერთ გოლს დასჯერდნენ - კახა კაჭარავას გუნდი მე-14 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა ბაჩანა არაბულმა, ერთი გოლი კი საბა ლობჟანიძემ მიითვალა.

დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი) 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი (14), 2:0 ბაჩანა არაბული (55), 3:0 საბა ლობჟანიძე (61), 4:0 ბაჩანა არაბული (72), 5:0 ბაჩანა არაბული (79)

მეშვიდე ტური დღე ორი მატჩით დასრულდება, “საბურთალო” ბათუმის “დინამოს” მასპინძლობს, თამაში 18:00 საათზე დაიწყო, ხოლო 20:00 საათზე, ქუთაისში, “ტორპედო” საჩხერის “ჩიხურას” დაუხვდება.

1. დინამო თბ 7 5 0 2 12 4 +8 15
2. ლოკომოტივი 7 4 2 1 18 7 +11 14
3. ჩიხურა 6 3 1 2 7 5 +2 10
4. სამტრედია 7 3 1 3 6 8 -2 10
5. ტორპედო 6 2 3 1 7 5 +2 9
6. დინამო ბთ 6 3 0 3 5 4 +1 9
7. საბურთალო 6 3 0 3 6 8 -2 9
8. დილა 7 1 4 2 7 8 -1 7
9. კოლხეთი 1913 7 2 1 4 10 13 -3 7
10. შუქურა 7 0 2 5 5 21 -16 2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.220214