სხვა

21:58 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა ცვლილებები შევა „ტოკიო-2020"-ის პროგრამაში?

საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე სპორტული დისციპლინის დამატება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ახალი განაცხადები რამდენიმე დღის წინ დანიაში, ქალაქ ორჰუსში „სპორტაკორდის" მასშტაბურ ფორუმზე განიხილეს.

საუბარია სპორტის 15 სახეობაში 25 ახალი დისცილპლინის შემოღებაზე , მათ შორის - ტყვიის სროლაში, ველოსპორტში, მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, საწყლოსნო სახეობებში, კალათბურთში, კრივში, ძიუდოში, თანამედროვე ხუთჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ტაეკვონდოში, ტრიატლონსა და ძალოსნობაში.

შემოთავაზებულია, მაგალითად, ექსტრემალური წყალხტომი (მამაკაცებისთვის _ 27 მ სიმაღლიდან, ხოლო ქალებისთვის _ 20 მ), სინქრონული ცურვა შერეულ წყვილებში, ასევე შერეულ წყვილთა ტურნირი ტყვიის სროლასა და მშვილდოსნობაში, შერეული გუნდური შეჯიბრება ძიუდოში, კალათბურთი 3X3; შერეული შეჯიბების პროგრამა წარადგინეს ასევე, თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის მესვეურებმა, გუნდური ოლიმპიური შეჯიბრების გამართვა სურს ტაიკვონდოს ფედერაციას. შერეული გუნდური ტურნირის შემოღების იმედი აქვთ მაგიდის ჩოგბურთელებსაც, ქალებისთვის ორი ახალი წონითი კატეგორიის დამატება უნდათ მოკრივეებს და ა.შ.

„სპორტაკორდის"ფორუმის ფარგლებში გაიმართული დისკუსის მონაწილეებმა ისაუბრეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში გარკვეული ცვლებების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით _ გენდერული ბალანსის დაცვის მიმართულებით.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური კომისია, „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტთანერთად. კომისია 2017 წლის 5 მაისს დაასრულებს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების განაცხადებისშესწავლას მომავალ თამაშებში ახალი დისციპლინების შეტანის თაობაზე. ამ განაცხადების საექსპერტოშეფასების შემდეგ, კომისია წლეულს, ივლისში ანგარიშს წარუდგენს სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს. სწორედ ამკომისის რეკომენდაციის გათვალისწინებით, „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის დასტურით და სოკ-ისაღმასრულებელი საჭოს გადაწყვეტილებით დადგინდება 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამისსაბოლოო ვარიანტი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09574