სხვა

16:46 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამბები სპორტულ კლუბ "განთიადიდან"

წლეულს 18 იანვარს, მოსკოვის გამზირზე, ბაბუციძის ქუჩის 2 ნომერში, სპორტული კომპლექსი "განთიადი" გაიხსნა. იქ უკვე გაიმართა როგორც შიდა ჩემპიონატები და ტურნირები, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებიც. ჯერ ის ვთქვათ, თუ რა სპორტის სახეობებს მოიცავს "განთიადი".

ამის შესახებ კლუბის დამფუძნებელი და მეპატრონე პაატა ანდრიაძე გვესაუბრა:

"აქ 5 წლის ბავშვებიც დადიან. გვაქვს ძიუდოს, კარატეს, ბატუტზე ხტომისა და ტანვარჯიშის სახეობები. გარდა ამისა, ქართული და თანამედროვე (სამეჯლისო) ცეკვებისთვის განკუთვნილი დარბაზები. მთლიანობაში, ყველა სახეობა ერთად რომ ავიღოთ, დაახლოებით 250-მდე სპორტსმენი ვარჯიშობს. ასაკი განუსაზღვრელია.

...14-15 მარტს ძიუდოში ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირი, სადაც სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები გვყავდა მოწვეული. 20-21 მაისსაც გაიმართება ტურნირი და ნახსენები ორი ქვეყნის გარდა, ლიტველებიც ჩამოვლენ. ცნობილი მწვრთნელებიც გვყავს: ძიუდოში ლევან ბიგანიშვილი, ბატუტზე ხტომაში იდა ბაბასიანი.

...დაგვეხმარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. გადმოგვცეს ტატამები, ბავშვებს კიმონოები დაურიგეს.

...კლუბი "განთიადი" შპს ორგანიზაციაა. ვარჯიშების საფასური თვიურად 30-40 ლარამდე მერყეობს და დაგვეთანხმებით, ეს საკმაოდ შეღავათიანი ფასია. გვაქვს შეღავათები დედმამიშვილებზე, როგორც ხდება-ხოლმე. გვყავს სოციალურად დაუცველი 32 ბავშვი, რომლებსაც თავად კლუბი ინახავს და თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობთ, რათა წამოგვეშველნონ, მათ დაქვემდებარებაში მოხვდნენ".

ანდრიაძის თქმით, ეს დასაწყისია და განვითარებისთვის მიმდინარეობს მუშაობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082819