კალათბურთი

12:02 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რასელ უესტბრუკმა ნბა-ს რეკორდი დაამყარა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

“დენვერი” შინ “ოკლაჰომას” დაუპირისპირდა. რასელ უესტბრუკმა ნბა-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა, გამთამაშებელმა მიმდინარე სეზონში 42-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და ოსკარ რობერტსონის 1961/62 წლებში დამყარებული რეკორდი ( ერთ სეზონში 41 სამმაგი დუბლი) დაამხო. უესტბრუკმა გუნდს 50 ქულა, 16 მოხსნა და 10 პასი შესძინა. მატჩის ბოლო წამამდე “დენვერი” 105:103 იგებდა,უესტბრუკმა თითქმის ცენტრიდან მატჩის საფინალო სირენასთან ერთად შორეული სამქულიანი ჩააგდო, გუნდს მიმდინარე სეზონში 46-ე გამარჯვება მოუტანა და “ოკლაჰომა” პლეი-ოფში გავიდა.

“ატლანტა” შინ “კლივლენდს” დაუპირისპირდა. მესამე პერიოდის ბოლოს “კლივლენდი” 26 ქულით იგებდა. ბოლო მეოთხე პერიოდში “ატლანტამ” შეუძლებელი შეძლო, 44:18 მოიგო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით 5-წუთეულში “ქორები” უკეთ თამაშობდნენ და საბოლოოდ 126:125 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 45 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი. “ატლანტამ” გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა, ექვს კალათბურთელს 13 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის საუკეთესო პოლ მილსაპი გახლდათ.

“ატლანტა” – “კლივლენდი” 126:125 (21:38, 25:27, 41:18, o.t. 15:14)

https://www.youtube.com/watch?v=_ktfFLOHRwc

“დენვერი” – “ოკლაჰომა” 105:106 (26:27, 27:25, 38:29, 14:25)

https://www.youtube.com/watch?v=Ugew83p0qzU

“მემფისი” – “დეტროიტი” 90:103 (28:24, 29:24, 10:27, 23:28)

https://www.youtube.com/watch?v=iqceXME0NZA

“ფინიქსი” – “დალასი” 124:111 (40:29, 28:36, 36:20, 20:26)

https://www.youtube.com/watch?v=nXv-vn4Rje8

“საკრამენტო” – “ჰიუსტონი” 128:135 (2:42, 25:36, 27:29, 39:28)

https://www.youtube.com/watch?v=wmgNGBb9QUk

“ლეიკერსი” – “მინესოტა” 110:100 (29:21, 24:20, 25:28, 32:20)

https://www.youtube.com/watch?v=oXoqRh9nu1U

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061204