ფეხბურთი

1:42 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: იგუაინის და დიბალას შოუ

იტალიის სერია A-ს XXXI ტური სამი მატჩით დაიწყო – ტურინში, “იუვენტუსმა” “კიევოს” ცალი ფეხით აჯობა და “ბარსელონასთან” შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. ბერგამოს “ატალანტამ” კი, საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა.

“იუვენტუსმა” ისეთი თამაში აჩვენა, კარგა ხანია, რომ უჩვენებია – მასიმილიანო ალეგრის ხშირად აკრიტიკებენ, “იუვე” ზედმეტად ფრთხილ და არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობსო და ამაში სიმართლის მარცვალი არის კიდეც, ფაქტია დღეს ტურინელებმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს. მართალია, “იუვეს” “მფრინავი ვირების” წინააღმდეგ გოლეადა არ მოუწყვია, მაგრამ დამაჯერებლად იმარჯვა და რაც მთავარია, ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა.

ჯერ იყო და, პაულო დიბალამ ითამაშა ბრწყინვალედ და გონსალო იგუაინს ისღა დარჩენოდა მისი გარჯა დაეფასებინა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ისევ დიბალამ აიღო საკუთარ თავზე თამაში, “კიევოს” დაცვა უსაქმოდ დატოვა და სტეფან ლიხშტაინერი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით იგუაინს გაატანინა – “პიპიტამ” ბოლო ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამით ხანგრძლივ უგოლო სერიას წერტილი დაუსვა. ეს კი, ტურინული გრანდისთვის უდავოდ კარგის ნიშანი უნდა “ბარსასთან” მატჩის წინ. სხვათა შორის, გონსალოს სერია ა-ში 21 გატანილი გოლი დაუგროვდა და 1958 წლის მერე გახდა “იუვეს” პირველი მოთამაშე, ვინც ოცზე მეტი გოლი შეაგდო პირველივე სეზონში შავ-თეთრი მაისურით. ჯიჯი ბუფონზეც ვთქვათ: სერია A-ში 616-ე თამაში ჩაატარა და ხავიერ ძანეტის გადაასწრო. ახლა, “იუვენტუსის” კაპიტანი მხოლოდ პაოლო მალდინის ჩამორჩება, თუმცა არც პირველი ადგილია შორს.

რაც შეეხება სხვა მატჩებს – “ემპოლის” კრიზისი გრძელდება: ჯოვანი მარტუშიელოს შეგირდებმა ამჯერზე ბოლოადგილოსან “პესკარას” საკუთარ მოედანზე ვერ მოუგეს. ტოსკანელები იგებდნენ, მაგრამ ანგარიში ვეღარ შეინარჩუნეს. აქვე გეტყვით, რომ ორთვიანი პაუზის მერე, მოედანს როგორც იქნა დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომელმაც მატჩის ბოლო 5 წუთი ითამაშა.

ბერგამოში კი, “ატალანტამ” “სასუოლოსთან” ოდენ ქულა მოიპოვა, არადა, ჯამპიერო გასპერინის გუნდი ევროპა ლიგის საგზურთან ძალიან ახლოსაა და ვინ იცის, ეს ორი ქულა ძვირადაც დაუჯდეს.

“ემპოლი” – “პესკარა” 1:1 (1:1)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ვესელი, ბარბა, პასკუალი; კრუნიჩი, ბუჩელი (დიუსე 71), კროჩე; ელ კადური; მარილუნგო (პუჩარელი 62), ტიამი (მჭედლიძე 84)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

“პესკარა” (4-3-3): ფიორილო; ძამპანო, ბოვო, კამპანიარო, ბირაგი; კულიბალი (ვერე 68), მუნტარი (ბრუნო 62), მემუშაი; ბენალი, ბაჰებეკი (ბრუგმანი 36)

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

გოლები: 1:0 ელ კადური (9), 1:1 კაპრარი (31)

გაფრთხილება: კრუნიჩი (26), ბუჩელი (38) – კამპანიარო (6), ბოვო (10), მუნტარი (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 12 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ატალანტა” – “სასუოლო” 1:1 (0:1)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი (მუნიე 70), კრისტანტე, ფროილერი, სპინაცოლა (გრასი 46); კურტიჩი (დ’ალესანდრო 55); გომესი, პეტანია

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ადიაპონგი, კანავარო, აჩერბი, დელ’ორკო; პელეგრინი, სენსი (დანკანი 63), მისიროლი; ბერარდი, დეფრელი (პოლიტანო 35), რაგუზა (პელუზო 80)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 პელეგრინი (36), 1:1 კრისტანტე (73)

გაფრთხილება: კრისტანტე (27), პეტანია (29), გომესი (81) – კანავარო (77), მისიროლი (90), დანკანი (90), ბერარდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 3 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 11:2 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“იუვენტუსი” – “კიევო” 2:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (დანი ალვეში 85), ბარძალი, რუგანი, ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო; კუადრადო (ლემინა 66), დიბალა, სტურარო (ბონუჩი 72); იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“კიევო” (4-3-1-2): სეკულინი; კაჩატორე, სპოლი, ცეზარი, გობი (იცკო 46); კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (დე გუზმანი 75); ბირსა; მეჯორინი (ინგლეზე 67), პელისიერი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 იგუაინი (23), 2:0 იგუაინი (84)

გაფრთხილება: ბონუჩი (79) - კაჩატორე (18), სპოლი (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 6 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მიშელ ფაბრი

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 23 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 23, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 21, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 20, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 20, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 18.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.294466