ჩოგბურთი

13:55 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა საქართველო დააწინაურა

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა შეხვედრა, რომელსაც „მზიურის“ კორტები მასპინძლობს, ჩვენი გუნდის ლიდერის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლიტველთა მეორე ნომერ ტადას ბაბელისის შეხვედრით გაიხსნა. რეიტინგიდან გამომდინარე, ფავორიტად ბასილაშვილი მიიჩნეოდა, რომელიც ამჟამად მსოფლიო მე-60 ჩოგანია, ხოლო ბაბელისი 1330-ეა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბასილაშვილმა იოლად, 3:0 (6:3, 6:2, 6:0) დამარცხება მეტოქე და საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.

ამჟამად მიმდინარეობს მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი გიორგი ცივაძე (846-ე) და სტუმართა გუნდის პირველი ნომერი ლაურინას გრიგელისი (251-ე) ხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098459