ფეხბურთი

13:51 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტას სასჯელი ელის

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელ დიეგო კოშტას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. „მანჩესტერ სიტისთან“ გუშინ გამართულ მატჩში (2:1) მან მეტოქე მცველ ვენსან კომპანის მუხლში ფეხი განზრახ ჩაარტყა.

ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას წაიქცა და ვენსანს ორივე ფეხი ამის შემდეგ ჩაარტყა. აღსანიშნავია, რომ კომპანიმ დარტყმა ზუსტად იმ მუხლში მიიღო, რომლის დაზიანების გამოც 4 თვე მკურნალობდა და მოედანზე ახალი დაბრუნებულია.

მატჩის მთავარმა არბიტრმა ამ ეპიზოდში ვენსანი დააჯარიმა, რომელიც ბურთისთვის ბრძოლისას წესებს არღვევდა და დიეგო კოშტას შემდგომ საქციელს ყურადღება არ მიაქცია. ინგლისელიი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიზოდი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უნდა შეისწავლოს, ის უნდა შეაფასოს როგორც „ძალადობრივი აქტი“ და დიეგო კოშტას შესაბამისი სასჯელი გამოუწეროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11137