ფეხბურთი

23:30 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

U23: საუკეთესო გოლეადორები

მიმდინარე სეზონს ახალგაზრდა ფეხბურთელები გამორჩეულად კარგად ატარებენ და ევროპული ბობოლა კლუბების ყურადღების ცენტრშიც არიან - კილიან მბაპე, იური ტილემანსი, ანდრეა ბელოტი და სხვები.

წარმოგიდგენთ, საუკეთესო ბომბარდირთა ათეულს 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის. აქვე გეტყვით, რომ ჩამონათვალში ნაგულისხმევია მხოლოდ შიდა ჩემპიონატებში გატანილი გოლები.

დევი კლაასენი („აიაქსი“, ჰოლანდია“, 23 წლის) – 27 თამაში, 12 გოლი

კილიან მბაპე („მონაკო“, საფრანგეთი, 18 წლის) – 22 თამაში, 12 გოლი

იური ტილემანსი („ანდერლეხტი“, ბელგია, 19 წლის) – 28 თამაში, 13 გოლი

სტივ მუნიე („მონპელიე“, ბენინი, 22 წლის) – 28 თამაში, 13 გოლი

დელე ალი („ტოტენჰემი“, ინგლისი, 20 წლის) – 28 თამაში, 14 გოლი

ტიმო ვერნერი („ლაიპციგი“, გერმანია, 21 წლის) – 24 თამაში, 14 გოლი

ანდრე სილვა („პორტუ“, პორტუგალია, 21 წლის) – 26 თამაში, 15 გოლი

ჰარი კეინი („ტოტენჰემი“, ინგლისი, 23 წლის) – 22 თამაში, 19 გოლი

მაურო იკარდი („ინტერი“, არგენტინა, 23 წლის) – 27 თამაში, 20 გოლი

რომელუ ლუკაკუ („ევერტონი“, ბელგია, 23 წლის) – 29 თამაში, 21 გოლი

ანდრეა ბელოტი („ტორინო“, იტალია, 23 წლის) – 27 თამაში, 23 გოლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123003