ფეხბურთი

19:48 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჰოლანდიის, ბელარუსისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დღეს დაიწყო. გულშემატკივარს ყველა დღის ბილეთის შეძენა TKT.ge-ის საშუალებით, ბმულზე - http://bit.ly/2o1Hef9 შეუძლია. ბილეთების ფიზიკური გაყიდვა მატჩის დღეს, ოლიმპიური სასახლის სალაროებში მოხდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

მატჩების განრიგი:

8 აპრილი
15:30 იტალია - ბელარუსი
18:00 საქართველო - ჰოლანდია

9 აპრილი
15:30 ჰოლანდია - იტალია
18:00 საქართველო - ბელარუსი

11 აპრილი
15:30 ბელარუსი - ჰოლანდია
18:00 იტალია - საქართველო

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124848