სხვა

15:00 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

წინ აღმოსავლეთის სამი დღეა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ერთმანეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (34-34), ორ-ორი მატჩი მოიგეს ქუთაისმა და ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა. ორშაბათს ბათუმმა 46-38 დაამარცხა სამტრედია, ქუთაისმა აჯობა წყალტუბოს, 41-29.

ქუთაისი 29 ქულით ლიდერობს, ბათუმს 27 აქვს, თუმცა, ბათუმის გასწრებისა და ქუთაისის დაწევის შანსი აქვს სტუ-ქარიშხალას, რომელიც მე-15-17 ტურების სამ მატჩს 4-6 აპრილს ჩაატარებს. სპორტკომპლექს არენაში შეიკრიბება აღმოსვლეთის 4 გუნდი: სტუ-ქარიშხალა, თელავის იმედი, პეგასი და გორი. საფინალო ოთხეულში ბოლო გუნდად მოხვედრის შანსები აქვთ იმედსა და პეგასს. ორივე გუნდს 15-15 ქულა აქვს და ერთმანეთში 5 აპრილს თამაშობს.

6 აპრილს რვავე გუნდს 17-17 მატჩი დაუგროვდება, რეგულარულ სეზონს კი დაასრულებს საერთო ტური თბილისში, 24-27 აპრილს, რომლის შემდეგაც გაირკვევა 4 საუკეთესო გუნდი. საქართველოს ჩემპიონი ფინალური ოთხეულის ფორმატით, პლეიოფში გაირკვევა 8-9 მაისს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

17 ტური, დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 3 აპრილი

ბათუმი-სამტრედია 46-38

ბათ: სამყურაშვილი, ვარშალომიძე - აბრამიშვილი 11, გრიშიკაშვილი 8, ქარდავა 6, ბერძენიშვილი 5, გ. კობახიძე 5, გოგოლაძე 4, სურმავა 3, გოგალაძე 2, მჟავანაძე 2, წივწივაძე, ყაველაშვილი, ვასაძე

სამ: ხმელიძე - ხაჟომია 11, ნიკურაძე 8, თევზაძე 7, ძნელაძე 4, ცხვარაძე 4, ხომერიკი 2, ზურაბიანი 1, დემეტრაშვილი 1

ქუთაისი-წყალტუბო 41-29

ქუთ: ცერცვაძე, ტორონჯაძე - ჯ. იმნაძე 6, კობახიძე 5, ახალაძე 5, გამზარდია 5, ჩიხლაძე 5, ლომიძე 4, ლ. იმნაძე 4, რუსტამოვი 3, ჯუღელი 2, ჭელიძე 2, სიმონია,

წყ: სილაგაძე 3, ხაჭაპურიძე - დარსაველიძე 8, ბენიძე 4, გველესიანი 4, ციბაძე 3, გოგიძე 3, შვანგირაძე 2, ბაბუნაშვილი 2, ხელაძე,

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი - ვ. ბუცკევიჩი (ბლრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

სამდივნო: ნ. გოლუბიანი, შ. ფაილოძე ექიმი ო. არჯევანიძე

-----------------------თ--მ---ფ---წ-------ბ-----ქ

ქუთაისი------------17--14—1—2--632-543-29

BSB ბათუმი--------17--13—1—3--639-504-27

სტუ-ქარიშხალა----14--11—1—2--487-401-23

იმედი თელავი-----14—7—1—6--426-379-15

პეგასი---------------14—7—1—6--512-468-15

სამტრედია---------17---4—0--13--562-636--8

გორი----------------14—2—1--11--500-560--5

წყალტუბო---------17—1—0--16--504-771—2

აღმოსავლეთი, არენა 2. 15-17 ტურები

4 აპრილი

14:00 სტუ-ქარიშხალა - იმედი თელავი

16:00 პეგასი - გორი

5 აპრილი

14:00 იმედი თელავი - პეგასი

16:00 გორი - სტუ-ქარიშხალა

6 აპრილი

14:00 იმედი თელავი - გორი

16:00 სტუ-ქარიშხალა - პეგასი

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, არენა 2

ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163302