კალათბურთი

11:50 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის მე-40 სამმაგი დუბლი და ერთი ნაბიჯი რეკორდის გამეორებამდე

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თორმეტი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომა” შინ “შარლოტ ჰორნეტსთან” 101:113 დამარცხდა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მე-40 სამმაგი დუბლი შეასრულა (40 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი) და ნბა-ს რეკორდის გამეორებამდე, ოსკარ რობერტსონის 41 სამმაგ დუბლამდე ერთიღა აკლია. კარიერაში კი რასელს უკვე 78 სამმაგი დუბლი აქვს, რითაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღნიშნულ კატეგორიაში უილ ჩემბერლენს გაუთანაბრდა და ამჟამად მასთან მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. უესტბრუკს და “ოკლაჰომას” მიმდინარე სეზონში კიდევ ექსი შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი.

“კლივლენდი” “შინ “ინდიანას” დაუპირისპირდა მატჩის ძირითადი დრო 104:104 დამთავრდა. პირველი დამატებით 5-წუთეულის მიწურულს პოლ ჯორჯმა ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო და ანგარიშზე 114:114 მეორე ოვერტაიმი დაიწყო. გადამწყვეტი სამქულიანი კევინ ლავმა ჩააგდო და საბოლოოდ “კავალერიამ” 135:130 იმარჯვა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 41 ქულა, 16 მოხსნა, 11 პასი. პოლ ჯორჯმა 43 ქულა, 9 მოხსნა და ამდენივე პასი გააკეთა. ლებრონ ჯეიმსი ქარიმ აბდულ ჯაბარს გაუტოლა, “მეფემ” ქარიმის მსგავსად ზედიზედ 787-ე შეხვედრა ჩაატარა, სადაც მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო. ამ კატეგორიაში რეკორდი მაიკლ ჯორდანს ეკუთვნის, რომელსაც ზედიზედ 866 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მინიმუმ 10 ქულას აგდებდა.

“სან ანტონიომ” საკუთარ დარბაზში “იუტა” 109:103 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 34:26 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. “იუტაში” რუდი გობერი 19 ქულით და 14 მოხსნით გამოირჩა. “სან ანტონიომ” 59-ე შეხვედრა მოიგო, პოპოვიჩის შეგირდები დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებენ.

“ნიუ იორკი” – “ბოსტონი” 94:110 (23:34, 24:26, 24:28, 23:22)

https://www.youtube.com/watch?v=HnKTjYp3hts

“ოკლაჰომა” – “შარლოტ ჰორნეტსი” 101:113 (22: 31, 32:28, 16:25, 31:29)

https://www.youtube.com/watch?v=2priqDE94Lk

“ლეიკერსი” – “მემფისი” 108:103 (22:27, 28:22, 29:31, 29:23)

https://www.youtube.com/watch?v=93oHYitPX7w

“მილოუკი” – “დალასი” 105:109 (28:31, 25:22, 25:22, 27:34)

https://www.youtube.com/watch?v=AzHSV6qNG0g

“სან ანტონიო” – “იუტა ჯაზი” 109:103 (33:28, 21:24, 34:26, 21:25)

https://www.youtube.com/watch?v=8J8dLpu_YfY

“ბრუკლინი” – “ატლანტა” 91:84 (29:24, 17:19, 24:18, 21:21)

https://www.youtube.com/watch?v=ciELgLyWk3E

“კლივლენდი” – “ინდიანა” 135:1130 (26:27, 34:26, 23:24, 21:27 ო. ტ. 31:26)

https://www.youtube.com/watch?v=Egn9maWVY_A

“მაიამი” – “დენვერი” 113:116 (30:37, 28:31, 29:25, 26:23)

https://www.youtube.com/watch?v=RDAbLKGPaTo

“ნიუ ორლეანი” – “ჩიკაგო” 110:117 (21:28, 26:35, 32:24, 31:30)

https://www.youtube.com/watch?v=YoasZ5g3kJk

“ტორონტო” – “ფილადელფია” 113:105 (28:29, 31:20, 27:27, 27:29)

https://www.youtube.com/watch?v=zh4nTNeWlLw

“გოლდენ სტეიტი” – “ვაშინგტონი 139:115 (35:30, 32:27, 39:31, 33:27)

https://www.youtube.com/watch?v=w-Fo45DpsZU

“ფინიქსი” – “ჰიუსტონი” 116:123 (21:31, 33:28, 29:31, 33:33)

https://www.youtube.com/watch?v=c1RaeRQW8ho

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06212