ფეხბურთი

16:45 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილის გოლი და საგოლე

ესტონეთის ჩემპიონატში "ფლორამ" 4:0 მოუგო "ტარტუ ტამეკას". ქართველმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა. საერთოდ, ბეგლარიშვილი გაცილებით ხშირად სხვებს ატანინებს, ვიდრე თავად გააქვს. ესტონეთში ჯერ 4 ტურია გასული და "ფლორა" 8 ქულით მესამე ადგილზეა.

პოლონეთში "ლეგიამ" 2:0 მოუგო "პოგონს" და ლიდერია. ვაკო ყაზაიშვილმა ბოლო სამი წუთი ითამაშა, ხოლო მათე ცინცაძე მინდორზე არ გამოჩენილა - განაცხადში გახლდათ. მათეს გუნდი ცხრილის შუაში, მეათე ადგილზეა.

ნიკა ძალამიძის 'ლეჩნამ" სტუმრად 4:2 აჯობა "არკას", რომლის განაცხადში იყო ლუკა ზარანდია. ლუკა მინდორზე არ შეუყვანიათ. ძალამიძემ კი პირველი ტაიმი ჩაატარა და შეცვალეს. "ლეჩნა" ბოლო ადგიზლეა, "არკა" - ბოლოდან მეხუთეზე.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 4:1 მოუგო "კრაკოვიას" და მეცხრე საფეხურზეა. მერებაშვილს ამჯერად გოლი და საგოლე პასი არ მიუთვლია, მაგრამ პოლონური პრესის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მინდორზე.

0.129357