ძიუდო

14:37 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქროსთვის ოქრუაშვილი იბრძოლებს

თბილისის გრან პრიზე დილის შეხვედრები დასრულდა და ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 13 წევრიდან 5-მა მოიპოვა.

ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალში გავიდა. უშანგი მარგიანი (90 კგ), ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე (ორივე +100 კგ) და ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე კი რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.

ოქრუაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს დაუპირისპირდება. მატიაშვილი და კიბორძალიძე ერთმანეთში გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. მარგიანი ბრიტანელ მაქს სტიუარტს შეხვდება. ქებაძის მეტოქე კი უნგრელი მერსედეს სზიგეტვარი იქნება.

დღესვე, საქართველოს სახელით ტატამზე არჩილ გოგოლაშვილი, ნიკა სიდამონიძე, ნოდარ ბერიანი (სამივე 90 კგ), ლაშა ტაველური, იასონ ნემსაძე, ონისე სანებლიძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (ოთხივე 100 კგ) და ონისე ბუღაძეც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110712