ფეხბურთი

11:42 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიგის თასი მეშვიდედ მოიგო

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ლიგის თასი მეშვიდედ მოიგო. პარიზელებმა ფინალში "მონაკო" 4:1 დაამარცხეს. პსჟ-ს მხრიდან გოლები იულიან დრაქსლერმა, ანხელ დი მარიამ და ედინსონ კავანიმ (დუბლი) გაიტანეს. "მონაკოდან" ერთადერთი გოლის ავტორი ტიმო ლემარი გახდა.

პსჟ-მ ლიგის თასი მეშვიდედ მოიგო, ტურნირზე გამარჯვება კი ზედიზედ მეოთხედ მოახერხა. "მონაკოს" თასი მხოლოდ ერთხელ 2003 წელს აქვს მოგებული.

0.14898