ფეხბურთი

16:31 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები: გერმანია, საფრანგეთი, ყაზახეთი

გერმანიის მეორე ბუნდელიგაში "ნიურნბერგმა" აუტსაიდერ "კარლსრუეს" 2:1 სძლია. გამარჯვებულთა შორის 82 წუთი ითამაშა ლუკა ჰუფნაგელმა. როგორც იცით, ჰუფნაგელი ბუნდესლიგელი "ფრაიბურგის" ფეხბურთელია, ნიურნბერგის კლუბში კი განათხოვრებით თამაშობს. ლუკას გუნდი მე-8 ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი თითქმის არ აქვს.

ჯაბა კანკავას "რეიმსმა" საფრანგეთის ლიგა2-ში ვერ მოიგო - "ლე ავრთან" სტუმრად 1:1. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი მესამე-მეოთხე პოზიციაზეა.

ყაზახეთში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" შინ 1:1 დაასრულა მატჩი "ქაისართან". ცხადაძის გუნდს 4 ტურში 1 მოგება და 3 ფრე აქვს.

ლაშა დვალის "ირტიშმა" შინ 1:3 წააგო "აქტობესთან" და 4 მატჩში 7 ქულა აქვს. დვალმა 90 წუთი ითამაშა. აი, ლიდერი კი, ოთარ მარცვალაძისა და გოგიტა გოგუას "ორდაბასია", რომელმაც "ოკჟეტპესს" 2:1 სძლია. გოგუას ტრავმა აქვს, მარცვალაძემ კი ბოლო 10 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112249