საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტური ქუთაისში, ადგილობრივი ,, ქუთაისისა’’ და ,,რუსთავის’’ მატჩით დასრულდა.
ამ შეხვედრამდე სტუმრები რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასვლის ძალიან მცირე, მაგრამ თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ. დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ქუთათურებმა დამაჯერებელი ანგარიშით 87:77 მოიგეს ქვემოქართლელებმა ეს შანსიც დაკარგეს და ,,ქუთაისმა’’ რეგულარულის მეორე ადგილი ოფიციალურად გაიფორმა.
დღევანდელ შეხვედრაში როგორც მოსალოდნელი იყო ,,ქუთაისმა’’ ხელთ იგდო უპირატესობა და დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი უპირატესობით გავიდა 48:36. მესამე მეოთხედის აღმავლობით ჩატარების შემდეგ ,,რუსთავმა’’ ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა ქუთაისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცინცაძემ დააგროვა. სტუმართა შორის 16 ქულით ყველაზე კარგი შედეგი დუგლას ლუის ბრიგსმა აჩვენა.
,,ქუთაისი’’-,,რუსთავი’’ 87: 77 (21: 15, 27: 21,15: 25, 24: 16)







