ფეხბურთი

20:44 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი და ქართველი ლეგიონერები

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ რუსეთი ის ქვეყანა იყო, სადაც ქართველი ფეხბურთელები გაედინებოდნენ და აგერ, XXI საუკუნეშიც აღნიშნული ტენდეცია არ შეცვლილა. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ზოგმა უფრო დიდი კვალი დატოვა, ზოგმაც უფრო პატარა – ყველაფერი ხომ შეფარდებითია...

ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა Championat.com-მა ქართველ ფეხბურთელებს ვრცელი სტატია მიუძღვნა და მათი ვერსიით ის 10 ჩვენებური მოთამაშე გამოარჩია, რომლებმაც მათივე მოსაზრებით, რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი დატოვეს.

აღნიშნულ მასალას უცვლელად გთავაზობთ.

10. ლაშა სალუქვაძე

“რუბინი”, 2005-2010, 91 მატჩი, 2 გოლი

“ვოლგა”, 2011, 15 მატჩი

ქართველი უნივერსალი – მას შეეძლო ნებისმიერი პოზიციის დაკეტვა თავდაცვის დროს და ამას ძალიან აფასებდა ყურბან ბერდიევი. ლაშა სალუქვაძემ “რუბინის” შემადგენლობაში ორჯერ მოიგო რუსეთის პრეიერლიგა. მან შეაჩერა “ბარსელონა”, ლიონელ მესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი “კამპ ნოუზე” (რა თქმა უნდა, თანაგუნდელების დამსახურებით). იგი არ იყო განსაკუთრებულად კაშკაშა ფეხბურთელი, მაგრამ იმ დროინდელი “რუბინის” წარმოდგენა მის გარეშე რთულია.

9. გოჩა გოგრიჭიანი

“ჟემჩუჟინა”, 1992-1992, 1996-1999, 116 მატჩი, 72 გოლი

“ლოკომოტივი” ნიჟნი ნოვგოროდი, 1999, 13 მატჩი, 3 გოლი

გოგრიჭიანის ნიჭი რუსეთში ცნობილი 1993 წლიდან გახდა, როდესაც “ჟემჩუჟინას” შეუერთდა და პირველი წრის ბოლოს უკვე 13 გოლი ჰქონდა გატანილი. შემდეგ იგი კვიპროსში გადავიდა, თუმცა სამი წლის მერე სოჭში დაბრუნდა. მართალია ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა, მაგრამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა მაინც მოახერხა 72 გოლით.

8. სოლომონ კვირკველია

“რუბინი”, 2011-2017, 115 მატჩი, 5 გოლი

“ლოკომოტივი”, 2017-, 3 მატჩი

როდესაც კვირკველია 15 წლის იყო, მას საქართველოში უთხრეს: “თქვენ ფეხბურთისთვის არ გამოდგებით. წადით ან კალათბურთი ითამაშეთ, ან წიგნი წაიკითხეთ”. საბოლოოდ, კვირკველია ასე არ მოიქცა და პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად იქცა. თავის დროს, ფაბიო კაპელოს სურდა მისი რუსეთის ნაკრებში გამოძახება, მაგრამ კვირკველიამ გადაწყვიტა, რომ სამშობლოს ღირსება დაეცვა. აღსანიშნავია, რომ იგი ახლა მხოლოდ 25 წლისაა და შანსი აქვს უფრო სოლიდური სახელი დატოვოს ფეხბურთში.

7. ჯანო ანანიძე

“სპარტაკი”, 2009-, 116 მატჩი, 16 გოლი

“როსტოვი”, 2013-2014, 25 მატჩი, 4 გოლი

როდესაც 17 წლის იყო პრემიერლიგაში გოლი გაიტანა და გახდა ამ მხრივ ყველაზე ახალგაზრდა. მასზე ამბობდნენ, რომ ევროპის მასშტაბის ვარსკვლავი გახდებოდა და პირველივე სეზონის შემდეგ ევროპული გუნდების ინტერესის ქვეშ იყო. ჯანო პოტენციურად ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა – გავიხსენოთ, აეკ-ის კარში გატანილი გოლი, ანაც შორი მანძილიდან გოლები წელს. თავის დროზე ანანიძის რუსეთის ნაკრებში თამაშზეც მიდიოდა საუბარი, მაგრამ საქართველო აირჩია.

6. ალექსანდრე ამისულაშვილი

“შინიკი”, 2006, 18 მატჩი, 1 გოლი

“სპარტაკ-ნალჩიკი”, 2007-2010, 98 მატჩი, 10 გოლი

“კრასნოდარი”, 2011-2012, 54 მატჩი, 1 გოლი,

“კრილია სოვეტოვი”, 2013-2014, 38 მატჩი, 1 გოლი

მას ნალჩიკის “სპარტაკში” დიდი პოპულარობა ჰქონდა და სამართლიანადაც, რადგან საკუთარი საჯარიმოს პატრონი იყო. ნაკლები არ ყოფილა არც სხვაგან. “კრასნოდარში” დაყოვნებლივ დააწინაურეს და კაპიტნად აირჩიეს. კითხვაზე, თუ რა არის საკმარისი ითამაშოს ტერის დონეზე, უპასუხა: იგი დაიბადა ინგლისში და აქვს კონტრაქტი “ჩელსისთან”.

5. მურთაზე შელია

“ალანია”, 1995-1997, 62 მატჩი, 9 გოლი

მურთაზ შელიამ რუსეთში მხოლოდ სამი სეზონი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა კვალის დასატოვებლად. გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ითამაშა “ოქროს მატჩი”, გადამწყვეტი გაუტანა ევროტურნირებზე ბრიუსელის “ანდერლეხტს”, ითამაშა “მანჩესტერ სიტიში” – ნუთუ არ კმარა ხუთეულში ყოფნისთვის?

4. მიხეილ აშვეთია

“ალანია”, 1997, 2000, 2002-2003, 70 მატჩი, 20 გოლი

“ლოკომოტივი”, 2003-2005, 27 მატჩი, 2 გოლი

“როსტოვი”, 2005, 13 მატჩი, 1 გოლი

“რუბინი”, 2006, 14 მატჩი

ვლადიკავკაზის “ალანიას” გულშემატკივრებს არ დაავიწყდებათ აშვეთიასა და ცვეიბას კომბინაცია, რომელიც დასრულდა “კრილიას” კარში გოლით. მიხეილმა “ტორპედოში” 54 მატჩში 55 გოლი, ხოლო თბილისის “დინამოში” 57 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა. მართალია, ასეთი შედეგიანი არ ყოფილა რუსეთში, მაგრამ იმუშავა გაზაევთან. ბერდიევთან და სიომინთან. 2003 წელს მილანის “ინტერს” გაუტანა ჩემპიონთა ლიგაზე.

3. მალხაზ ასათიანი

“ლოკომოტივი”, 2003-2010, 144 მატჩი, 9 გოლი

მესამე ადგილი რეიტინგში – მალხაზ ასათიანი იყო პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი 2000-იან წლებში. “ლოკომოტივის” უკანა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელი იყო 7 წლის განმავლობაში. ერთხელ გასახდელში ბრანისლავ ივანოვიჩთან იჩხუბა, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა პროფესიონალად და სამაგალითოდ სხვა მცველებისთვის.

2. ზაზა ჯანაშია

“ლოკომოტივი”, 1996-2001, 145 მატჩი, 33 გოლი

90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში. ჯანაშიას მოედანს მიღმა რომ შეხვედროდით, წარმოიდგენდით, რომ იყო ნელი ფეხბურთელი, მაგრამ იგი სინამდვილეში მოედანზე გადაიქცეოდა ელეგანტურ მოთამაშედ, თავისი ფინტებით. “როდესაც “ლაციოსთან” ვითამაშე, 87 კგ-ს ვიწონიდი”, - იტყვის ჯანაშია – მიუხედავად ამისა, იტალიელებს სურდათ მისი შეძენა. “ლაციოს” გარდა, დაინტერესებულნი იყვნენ “შტუტგარტი” და “სპორტინგი”, თუმცა მან “ლოკომოტივში” დარჩენა ამჯობინა. ამბობდა, სად არის ასეთი მეგობრული გუნდი, ჩვენ ერთი ოჯახივით ვართო. “ლოკომოტივში” არასდროს დაავიწყდებათ მისი გოლის აღნიშვნის სტილი.

1. გიორგი დემეტრაძე

“ალანია”, 1998-1999, 2002, 2005-2006, 70 მატჩი, 43 გოლი

“ლოკომოტივი”, 2002, 6 მატჩი

ვალერი გაზაევმა იგი “ფეიენოორდიდან” მიიწვია და არც შემცდარა. პირველ ჯერზე მან 15 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ 21 და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ცნობილია, რომ ქართველები ტექნიკურები არიან, მაგრამ დემეტრაძე ბურთს ეპყრობოდა, როგორც კრისტალს, თითქოს ეფერებოდა. განსაკუთრებით სახიფათო იყო მეკარეებისთვის მისი საჯარიმოებიც. იგი არ ყოფილა მოთამაშე, მაგრამ იყო ზღაპარი.

0.127587