საქართველოს ქალთა ლიგა დაიწყო. ტურნირში, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო და პრიზიორი გუნდები უნდა გამოვლინდნენ, 6 მონაწილეა.
გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი: „ა“ ჯგუფი შეადგინეს „ვეჯინმა“, ნაკრებმა (18-წლამდელები) და „ქუთაისმა“. „ბ“ ჯგუფში კი თავი მოიყარეს „თელავმა“, „დინამომ“ და „რუსთავმა“.
ჯგუფებში მატჩები გაიმართება 3 წრედ, რის შემდეგაც საუკეთესო 2 გუნდი ნახევარფინალში გავა. პლეი ოფში სერიები არ გაიმართება და ფინალში გუნდები 1 მოგების შედეგად გავლენ. ფინალში ჩემპიონიც ერთი მატჩის შედეგად გამოვლინდება, ისევე როგორც მესამე ადგილის მფლობელი.
ჩემპიონატის პირველი მატჩში ერთმანეთს შარშანდელი ფინალის მონაწილეები - „ვეჯინი“ და ნაკრები შეხვდნენ. გამარჯვება ვეჯინელებს დარჩათ, რომლებმაც შეხვედრა 60:46 მოიგეს. გამარჯვებულებს 19 ქულით ნათია ფუტკარაძემ ულიდერა, ხათუნა საჯაიას ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა. მეორე მატჩი ქუთაისში გაიმართა, რომელშიც ქუთაისელებმა ნაკრებს უმასპინძლეს. შეხვედრა 18-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებით - 66:43 დასრულდა. ქალთა ლიგის მომდევნო მატჩი 1 აპრილს ქუთაისში გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისისა და ვეჯინის გუნდები დაუპირისპირდებიან.
superleague.ge







