ფეხბურთი

13:42 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” კარასკოთი დაინტერესდა

“ბაიერნი” “ატლეტიკოს” 23 წლის ბელგიელი შემტევის იანიკ კარასკოს გადაბირებას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას As.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბაიერნში” კარასკოს ხილვა კარლო ანჩელოტის სურს და გერმანული კლუბი ბელგიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

კარასკო “ატლეტიკოს” ღირსებას 2015 წლიდან იცავს, მადრიდულ კლუბში 51 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. შემტევი ბელგიის ნაკრების წევრიცაა, სადაც 16 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116644