კალათბურთი

20:52 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროთასის საუკეთესო მოთამაშედ შვედი აღიარეს

2016/17 წლების ევროთასის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ხიმკის” გამთამაშებელი ალექსეი შვედი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შვედი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 22.1 ქულას, 5.2 პასს და 4 მოხსნას აგროვებდა. სეზონის საუკეთესო მოთამაშე გულშემატკივრებმა და ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინეს.

“ხიმკი” მეოთხედფინალში “ვალენსიასთან” დამარცხდა, რომელიც ახლა ტურნირის ფინალში “უნიკახას” შეხვდება. ფინალური სერიის პირველი მატჩი ესპანეთში 28 მარტს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121488