ფეხბურთი

23:10 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” დარმიანით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” და იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველის მატეო დარმიანის სამსახურით “რომა” დაინტერესდა – იუწყება გამოცემა Tuttomercatoweb.Com.

27 წლის ფეხბურთელს “იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ნაკლებად ენდობა, რითაც იტალიელი მოთამაშე უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.

დარმიანს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ი მის სატრანსფერო თანხად 10,2 მილიონ ფუნტს ასახელებს. მატეომ მიმდინარე პრემიერლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129519