ფეხბურთი

23:03 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გაჩერებას არ აპირებს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXV ტურის შემდეგ მიუნხენის “ბაიერნმა” მდევარ “ლაიპციგთან” უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და შესაბამისად, “ვერცხლის” სინს” დაუახლოვდა. კარლო ანჩელოტის გუნდს ამჯერად მეტად უხერხული მეტოქე ჰყავდა, მაგრამ “რეკორდმაისტერმა” “ბორუსია პარკიდან” სამი ქულის წამოღება მაინც მოახერხა.

საერთოდ, “ბაიერნი” უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა ერთადერთ გოლს დასჯერდა, რომელიც ტომას მიულერმა გაიტანა 63-ე წუთზე. სხვათა შორის, გერმანელმა ბუნდესლიგაში 93-ე გოლი გაიტანა და “ბაიერნის” ბომბარდირთა დავაში ჯოვანი ელბერს გადაუსწრო. აქვე ერთი საგულისხმო დეტალიც: “გლადბახმა” “ბაიერნის” კარის დალაშქვრა ერთსა და იმავე სეზონში 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა. დიტერ ჰეკინგის გუნდი, როგორც წესი მიუნხენურ გიგანტთან საოცარი შემართებითა და შედეგით თამაშობს.

“ბაიერნმა” კი, თავის მხრივ ბოლო 17 თამაშში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა: 15 მოგება, 2 ფრე. დღევანდელი მატჩის ბოლოს კი, პატარა ინციდენტიც მოხდა – კარლო ანჩელოტიმ არიენ რობენი შეცვალა, რამაც ჰოლანდიელი ძალიან გააბრაზა და ხელი არც შემცვლელ რენატუ სანჩესს და არც იტალიელს ჩამოართვა. მეტიც, საკმაოდ აგრესიულად მოიქცა.

XXV ტურის კიდევ ერთ მატჩში ანალოგიური შედეგი და ანგარიში დაფიქსირდა. მაინცში მოგება ადვილი არავისთვისაა, მაგრამ გელზენკირხენის “შალკემ” ამის გაკეთება მოახერხა. მარკუს ვაინციერლის შეგირდებს მნიშვნელოვანი სამი ქულა სენად კოლასინაჩის გოლმა მოუტანა.

“მაინცი” – “შალკე” 0:1 (0:0)

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 30 847

“მაინცი” (4-2-3-1): ლოესლი; დონატი, ბუნგერტი, სილვა, ბროსკინსკი; გბამინი, ლატცა (მუტო 82); ოზტუნალი, კრკიჩი (ქუაისონი 61), ხაირო (დე ბლასისი 61); კორდობა

მწვრთნელი: მარკუს შმიდტი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კეჰრერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი, კოლასინაჩი; გორეცკა (ბენტალები 46), სტამბული; შოპფი, მეიერი (კალიჯური 62), ჩუპო-მოტინგი; ბურგსტალერი (დი სანტო 82)

მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი

გოლი: 0:1 კოლასინაჩი (50)

გაფრთხილება: ხაირო (25), ბუნგერტი (63) – ბურგსტალერი (28), ბადშტუბერი (69), შოპფი (82), ჩუპო-მოტინგი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 9 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

“გლადბახი” – “ბაიერნი” 0:1 (0:0) VIDEO

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 54 014

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი; ჰერმანი (აზარი 64), იანტშკე (დრმიჩი 73), სტრობლი, ჰოფმანი; ჰანი (ბენესი 81), რაფაელი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა, ჩაბი ალონსო (კიმიხი 77); რობენი (რენატუ სანჩესი 85), მიულერი, რიბერი (კომანი 73); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 მიულერი (63)

გაფრთხილება: ჩაბი ალონსო (56), ხავი მარტინესი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (1) – 18 (6) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ტობიას სტილერი

თეგებიბუნდესლიგა
კიოლნი   2 - 0    მაინცი

შემადგენლობა

მოვლენები

აინტრახტი   2 - 2    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

დორტმუნდი   4 - 3    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   0 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    ვოლფსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლევერკუზენი

შემადგენლობა

მოვლენები

ინგოლშტადტი   1 - 1    შალკე

შემადგენლობა

მოვლენები

გლადბახი   2 - 2    დარმშტადტი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   4 - 1    ფრაიბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.268845