ფეხბურთი

0:27 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავამ კიევის "დინამოს" გაუტანა (+VIDEO)

უკრაინის ჩემპიონატის XXII ტურში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ. 24 წლის მცველმა, კიევის "ოლიმპიურ სტადიონზე" ადგილობრივი "დინამოს" კარი 72-ე წუთზე თავური დარტყმით აიღო. მიუხედავად გოლისა, ხოჭოლავას "ჩერნომორეცი" მრისხანე მეტოქესთან 1:2 დამარცხდა.

ქართველმა ტრადიციულად მოედანზე 90 წუთი გაატარა და გატანილი გოლის გარდა, 74-ე წუთზე ყვითელ ბარათსაც გამორჩა. ეს ხოჭოლავას მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

"ჩერნომორეცი" ამ დროისთვის 27 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114692