ფეხბურთი

0:35 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” მუსლერას გადაბირება სურს

ლონდონის “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “გალათასარაის” 30 წლის ურუგვაელი მეკარის ფერნანდო მუსლერას გადაბირებას შეეცდება, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. “არისტოკრატები” მუსლერაში 15 მილიონ ევროს იხდიან.

მუსლერა, 2007/11 წლებში “ლაციოს” ღირსებას იცავდა, სადაც 97 შეხვედრა ჩაატარა. 2011 წლიდან “გალათასარაიში” თამაშობს და თურქული კლუბის მაისური ფერნანდომ 190-ჯერ მოირგო. 30 წლის მეკარეს ურუგვაის ნაკრებში 85 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099608