ფეხბურთი

22:24 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა დეფო ნაკრებში დააბრუნა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა მარტის თვეში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ინგლისელმა სპეციალისტმა ეროვნულ ნაკრებში 34 წლის თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო და 27 წლის ნახევარმცველი ჯეიკ ლივერმორი დააბრუნა. დეფო ბოლოს "სამი ლომის" რიგებში 2013 წელს გამოჩნდა, ხოლო ჯეიკის ნაკრებში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

გარეტის გუნდი 22 მარტს გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ხოლო ოთხ დღეში ლიტვასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუთგეიტის 26-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი ("საუთჰემპტონი"), ჯო ჰარტი ("ტორინო", იტალია), ტომ ჰიტონი ("ბარნლი")

მცველები: რაიან ბერტრანდი ("საუთჰემპტონი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), ნათანიელ კლაინი ("ლივერპული"), ფილ ჯონსი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მაიკლ კინი ("ბარნლი"), ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრის სმოლინგი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი"), კაილ უოლკერი ("ტოტენჰემი").

ნახევარმცველი: დელი ალი ("ტოტენჰემი"), მაიკლ ანტონიო ("ვესტ ჰემი"), როს ბარკლი ("ევერტონი"), ერიკ დაიერი ("ტოტენჰემი"), ადამ ლალანა ("ლივერპული"), ჯესი ლინგარდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიკ ლივერმორი ("ვესტ ბრომვიჩი"), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ("არსენალი"), ნეითან რედმონდი ("საუთჰემპტონი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), ჯეიმს იორდ-პრაუსი ("საუთჰემპტონი")

თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო ("სანდერლენდი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერი").

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1162