ფეხბურთი

12:18 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის ფინალური მატჩის ბილეთები 45-150 ევრო ღირს

17 მარტს, 2016/2017 წლების სეზონის ევროპის ლიგის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვა იწყება და ის 28 მარტამდე გაგრძელდება.

კატეგორიების მიხედვით ბილეთების ფასი 45, 70, 100 და 150 ევროა. უეფას ოფიციალური საიტის მეშვეობით 17 ათასი ბილეთი გაიყიდება, 10-10 ათას ბილეთს კი, ფინალში გასული კლუბები მიიღებენ.

ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, შვედეთში, სტოკჰოლმის შემოგარენ სოლნაში მდებარე „ფრენდს არენაზე“ გაიმართება, რომელიც 50 ათას მაყურებელს იტევს.

0.126385