ფეხბურთი

18:50 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: 90-ე წუთის ამბები

საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალის 15 შეხვედრა დასრულდა. დარჩა ერთი მატჩი (შევარდენი 1906 - საბურთალო) და მერვედფინალში გასული ყველა გუნდი გაირკვევა. დღევანდელ მატჩებში სენსაციაც დაფიქსირდა, მცირე მოულოდნელობაც, იყო დამატებითი დრო, პენალტები...

ეროვნული ლიგის სამი გუნდი გავარდა: "ლოკომოტივი", ბათუმის "დინამო" და ქობულეთის "შუქურა". გაუჭირდა მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას", თუმცა მეტოქეც ძლიერი ჰყავდა - ეროვნული ლიგა2-ის ლიდერი "ვიტ ჯორჯია". სამტრედიელთაგან საუკეთესო იყო თემურ მარკოზაშვილი, რომელმაც დუბლი მიითვალა.

ბეწვზე გადარჩა გავარდნას "გურია", რომელიც "სამეგრელოსთან" ბოლო წუთამდე აგებდა. გოგუაძემ გაათანაბრა, მერე დამატებით დროში გოლი არ გასულა და პენალტებში უკვე ლანჩხუთელებმა იმარჯვეს.

მერვედფინალში მოხვდნენ ლიგა3-ის გუნდებიც. "ნორჩ დინამოზე" უკვე ვწერდით, თბილისის "ლოკომოტივს" 1:0 სძლია. ასევე გავიდა "გორი", რომელმაც "შუქურას" აჯობა პენალტებში, ხოლო კიდევ ერთი მესამელიგელი ხონის "იმერეთია": ხონელებმა გიორგი თევდორაძის ბოლო წუთზე გატანილით 1:0 მოუგეს "გარეჯს".

ბოლო წუთზე გადაწყდა "რუსთავი"-"მერანის" წყვილში გამსვლელიც. დათა სიჭინავამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა რუსთაველთა მაისურით.

ნორჩი დინამო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 1:0

გოლი: 1:0 დეისაძე (11)

გაგრა - მეშახტე (ტყიბული) 2:0

გოლები: 1:0 ქანთარია (4), 2:0 გიორგი ქურდაძე (45)

ალგეთი (მარნეული) - დინამო (თბილისი) 0:2

გოლები: 0:1, 0:2 არაბული (31, 85)

სამეგრელო (ჩხოროწყუ) - გურია (ლანჩხუთი) 1:1 (პენ - 3:5)

გოლები: 1:0 იაკობაშვილი (14), 1:1 გოგუაძე (90)

სამგურალი 2 (წყალტუბო) - დილა (გორი) 0:4

გოლები: 0:1, 0:2, 0:3 წიქარიძე (5, 29, 64), 0:4 კაკუშაძე (71 ს.კ)

კოლხეთი (ფოთი) - დინამო (ბათუმი) 1:0

გოლი: 1:0 კოვტალიუკი (67)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - სამტრედია 1:2

გოლები: 0:1 მარკოზაშვილი (6), 1:1 ღუდუშაური (47), 1:2 მარკოზაშვილი (72)

საპოვნელა (თერჯოლა) - ტორპედო (ქუთაისი) 0:2

გოლები: 0:1 საბანაძე (56), 0:2 ქიმაძე (69)

რუსთავი - მერანი (მარტვილი) 1:0

გოლი: 1:0 სიჭინავა (90)

ლესიჭინე - ჩიხურა (საჩხერე) 0:7

გოლები: 0:1 მირცხულავა (18), 0:2, 0:3 ტატანაშვილი (21, 36), 0:4 გორგიაშვილი (42), 0:5 გაბედავა (54), 0:6 ტატანაშვილი (62), 0:7 სარდალიშვილი (85)

გორი - შუქურა (ქობულეთი) 1:1 (პენ - 6:5)

გოლები: 1:0 სირბილაძე (7), 1:1 კუტალია (64)L

სქური (წალენჯიხა) - სიონი (ბოლნისი) 1:3

გოლები: 0:1, 0:2 ლილუაშვილი (32, 57), 0:3 ხაბელაშვილი (66), 1:3 სალია (90)

ზუგდიდი - ცხინვალი 3:2 (დამ.დროში)

გოლები: 0:1 ცხოვრებაძე (37), 1:1 ფარჯიკია (45 პენ), 2:1 კუკავა (59), 2:2 ლეჟავა (71), 3:2 ბულია (107)

ჭიათურა - სამგურალი (წყალტუბო) 1:4 (დამ.დროში)

გოლები: 0:1 კილაძე (62), 1:1 მოგელაძე (74), 1:2 ჩიხლაძე (91), 1:3 ჩხეტიანი (103), 1:4 ლაღაძე (118)

გარეჯი (საგარეჯო) - იმერეთი (ხონი) 0:1

გოლი: 0:1 თევდორაძე (90)

შევარდენი 1906 (თბილისი) - საბურთალო (თბილისი) 19:00 საათზე დაიწყება "ბენდელაზე"

0.116419