ფეხბურთი

20:40 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ვიდალის გადაბირება სურს

ფრანგული პსჟ მიუნხენის “ბაიერნის” 29 წლის ჩილელი ნახევარმცველით არტურო ვიდალით დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას As.com-ი ავრცელებს. პარიზული კლუბი ვიდალის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ვიდალმა გერმანიის ჩემპიონატში 21 შეხვედრა ჩაატარა, სადაც სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ის “ბაიერნში” 2015 წლიდან თამაშობს.

0.115593