ფეხბურთი

13:08 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა (+VIDEO)

ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში რანგით მეხუთე დივიზიონის გუნდი "ლინკოლნ სიტი" 5:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

"მეთოფეთა" რიგებიდან გოლები თეო უოლკოტმა, ოლივერ ჟირუმ, ალექსის სანჩესმა და აარონ რემზიმ გაიტანეს, ერთი გოლი კი საკუთარ კარში მეტოქის ფეხბურთელმა მიითვალა. "არსენალმა" "ემირეითსზე" მე-300 შეხვედრა გამართა და მე-200 მატჩი მოიგო.

დღეს, "ტოტენჰემი" "მილუოლის" დაუპირისპირდება, ხოლო 13 მარტს "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გაარკვევს ურთიერთობას.

0.112933