ფეხბურთი

23:28 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" "ვერცხლის სინთან" ძალიან ახლოს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 10 ტური დარჩა, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუნხენის “ბაიერნს” ჩემპიონობაში ხელს ვერავინ შეუშლის – თავად განსაჯეთ, XXIV ტურისთვის მეორეადგილოსანს მთელი 10 ქულით უსწრებს და ძნელად საეჭვოა ამ რაოდენობის ქულები “რეკორდმაისტერმა” ჩემპიონატის დასრულებამდე საერთოდ დაკარგოს.

დღეს, კალრო ანჩელოტის გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდებულ ფორმაშია. მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის “აინტრახტთან” გაისეირნეს – 3:0 მორიგი დიდებული თამაში ჩაატარა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც დუბლი გაიფორმა. საერთოდ, დღეს პოლონელმა “ბაიერნის” შემადგენლობაში საიუბილეო, მეასე გოლი შეაგდო. რობერტის გოლებს შორის კი, თავიდ დუგლას კოშტამ გამოიჩინა.აქვე “აინტრახტზეც” ვთქვათ: ნიკო კოვაჩის გუნდი ერთი თვის წინ ოთხეულში იმყოფებოდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ოცნებობდა, მაგრამ როგორც ჩანს, მართლაც ოცნებობდა. ფაქტია, ფრანკფურტელებმა ზედიზედ ხუთი თამაში წააგეს (ერთადერთი გოლი გაიტანეს ამ 5 მატჩში) და ამჟამად მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებენ.

“ბაიერნს” ისევ ჩამორჩა “ლაიპციგი”, რომელმაც ალბათ თავისი თავი ამოწურა და ამიერიდან მხოლოდ მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს. რალფ ჰასენჰუტლის შეგირდებმა ამჯერად მოახერხეს და “რედ ბულ არენაზე” “ვოლფსბურგისგან” მიიღეს მწარე ალიყური. შეხვედრის ერთადერთი გოლი მარიო გომესმა გაიტანა. “ლაიპციგმა” კი ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 7 ქულა დააგროვა.

დორტმუნდის “ბორუსიას” შეეძლო “ლაიპციგს” ერთ ნაბიჯში მიახლოვებოდა, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. ტომას ტუხელის გუნდი დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ “ჰერტასთან” ხელმოცარული დარჩა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი სალომონ კალუს გოლით მოიგეს, მართალია პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე გაათანაბრა, მაგრამ პლატენჰარდტის გოლით გამარჯვება “ჰერტას” დარჩა. სხვათა შორის, მას მერე რაც ბერლინელებს პალ დარდაი უდგათ სათავეში, არასდროს წაუგიათ ის თამაში, რომლის პირველი ტაიმიც მოიგეს – 19 მოგება, 3 ფრე. თავის მხრივ, “ბორუსიამ” ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით პირველი ტაიმი 12-ჯერ წააგო და ერთადერთხელ მოახერხა გამარჯვება.

სხვა მატჩებს რაც შეეხება – ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ჰოფენჰაიმი” მხოლოდ კინკილა ქულას გამორჩა “ფრაიბურგთან” შეხვედრაში. ეგ კი არა, იულიან ნაგელსმანის გუნდი აგებდა და რომ არ წააგო, კმაყოფილიც უნდა იყოს. ბოლოადგილოსანმა “დარმშტადტმა” სახლში “მაინცი” 2:1 დაამარცხა და გადარჩენის იმედი დაიტოვა. დღევანდელი დღის ბოლო მატჩში კი, აუტსაიდერი "ინგოლშტადტი" და ევროსაგზურებისთვის მებრძოლი "კიოლნი" დაზავდნენ - 2:2.

“ბაიერნი” – “აინტრახტი” 3:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (38), 2:1 დუგლას კოშტა (41), 3:0 ლევანდოვსკი (55)

“დარმშტადტი” – “მაინცი” 2:1 (2:1) VIDEO

გოლები: 1:1 სულუ (5), 2:0 სამი (12, პენ), 2:1 ქუაისონი (45)

“ფრაიბურგი” – “ჰოფენჰაიმი” 1:1 (0:0) VIDEO

გოლები: 1:0 ფილიპი (56), 1:1 კრამარიჩი (60)

“ჰერტა” – “დორტმუნდი” 2:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 კალუ (11), 1:1 ობამეიანგი (55), 2:1 პლატენჰარდტი (71)

“ლაიპციგი” – “ვოლფსბურგი” 0:1 (0:1) VIDEO

გოლი: 0:1 გომესი (9)

“ინგოლშტადტი” – “კიოლნი” 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 მოდესტე (15), 1:1 ლეზჩანო (42), 1:2 მოდესტე (60), 2:2 ბრეგერიე (69)

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 22 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 21, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 19, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 14.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.285141