ა ლიგის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ,,ტიტები’’ გამოკვეთილ აუტსაიდერ სეუს დაუპირისპირდა, რომელსაც ამ შეხვედრამდე ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა წაგებული და ბოლო ადგილზე იმყოფება.
რაღა თქმა უნდა, ფავორიტად ,,ტიტები’’ ითვლებოდა, რადგან სატურნირო მდგომარეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ სეუ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა, რომელიც რამდენიმე კალათბურთელმა დატოვა და რამდენიმე ტრავმირებულია. შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად შეხვედრა სეუ-ს უპირატესობით დაიწყო, რომელიც პრველი ტაიმის შემდეგ 40: 37 დაწინაურდა.
მეორე ტაიმში სეუ-ს ძალა აღარ ეყო და დროის ამ მონაკვეთმა ,,ტიტების’’ სრული უპირატესობით ჩაიარა, რომელმაც დიდი ანგარიშით 84:61 შეძლო მეტოქის დამარცხება და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში 21-21 ქულით ყველაზე შედეგიანები ,,ტიტების’’ კალათბურთელები გიორგი დვალი და არმანი ფლანიგანი იყვნენ. ფლანიგანმა დაგროვილ ქულებს 18 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. სეუ-ს მხრიდან 20 ქულითა და 14 მოხსნით ყველაზე შედეგიანი დავით მაისურაძე იყო.
სეუ-,,ტიტები’’ 61:84 (19:17, 21:20, 10: 24, 11:23)







