დღეს დაიწყო კალათბურთში ა ლიგის მეორე წრის მეორე ტური. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა არენა-76 -მა ,,წყალტუბოს’’ უმასპინძლა, რომელიც ამ შეხვედრამდე სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ ტრიოს (,,დელტა’’, არენა-76, თსუ ,,ჰიუნდაი’’) ერთი ქულით ჩამორჩებოდა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, მაგრამ იმერლების გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით 94: 81 სძლია მეტოქეს.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 20: 19. მეორე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ,,წყალტუბო’’ ბირკაიამ დააწინაურა. ამის შემდეგ სულ სტუმრები ლიდერობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი ,,წყალტუბოს’’ ამერიკელმა ლეგიონერმა ტრავანტე უილიამსმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეადგინა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიან პიტერ ალექსისის ანგარიშზე 24 ქულა და 13 მოხსნაა.
არენა-76 - ,,წყალტუბო’’ 81: 94 (20:19, 23:27, 16: 21, 22: 27)







