ფეხბურთი

21:50 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკლას ბენტნერი ნორვეგიაში ითამაშებს

დანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკლას ბენტნერი ამიერიდან ნორვეგიაში, კერძოდ, “რუსენბორგში” ითამაშებს. ამის შესახებ ტრონჰეიმული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 29 წლის ბენტნერი ბოლოს ინგლისურ “ნოტინგემ ფორესტში” გამოდიოდა, რომლის რიგებშიც სეზონის პირველ ნახევარში 17-ჯერ ითამაშა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, ბენტნერს თავის დროზე ლონდონის “არსენალსა” და ტურინის “იუვენტუსში” უთამაშია. რაც შეეხება “რუსენბორგს” – ნორვეგიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ერთი პერიოდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უპრობლემოდ ხვდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111223