კალათბურთი

10:00 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 10 ქულა "ნიუ იორკთან"

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი მოიგო ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტ უორიორზმა”, რომელმაც “ნიუ იორკ ნიქსი” დაძაბულ ბრძოლაში, 112:105 დაამარცხა.

ტრადიციულად, “მეომართა” სასტარტო ხუთეულში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელსაც ურიგო შეხვედრა არ ჩაუტარებია – ზაზამ პარკეტზე 18 წუთი დაჰყო და ხსენებულ დროში გუნდს 10 ქულით, 1 მოხსნით, 2 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით შეეწია. ფაჩულიაზე მეტი ქულა “გოლდენ სტეიტს” მხოლოდ დრეიმონდ გრინმა (13), კლეი ტომპსონმა (29) და სტეფ კარიმ (31) შესძინეს.

“გოლდენ სტეიტ უორიორზი” მომდევნო შეხვედრას “ატლანტა ჰოუკსთან” 7 მარტს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112286