საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე წრეში, ,,ოლიმპი’’-,,მგზავრებისა’’ და ,,დინამო’’- ,,სოხუმის’’ მატჩები, ადრე გამოცხადებული პირველი აპრილის ნაცვლად 29 მარტს ჩატარდება.
კალათბურთელთა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში ცვლილებების შეტანის მიზეზი ძიუდოში თბილისის საერთაშორისო ტურნირი გახდა, რომელსაც მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.
29 მარტი
თბილისის ოლიმპიური სასახლე
,,ოლიმპი’’-,,მგზავრები’’ 14.00
,,დინამო’’-,,სოხუმი’’ 16.00







