ჩოგბურთი

20:30 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი აკაპულკოს ტურნირის ფინალში ქუერის დაუპირისპირდება

მექსიკაში მიმდინარე აკაპულკოს ტურნირის ნახევარფინალურ მატჩებში რაფაელ ნადალმა და სემი ქუერიმ იმარჯვეს. ესპანელმა ჩოგბურთელმა მარინ ჩილიჩი იოლად 6:1, 6:2 დაამარცხა, ხოლო ამერიკელმა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს დაძაბულ ბრძოლაში 3:6, 6:1, 7:5 სძლია.

ნადალმა აკაპულკოს ტურნირზე სერიოზული წინააღმდეგობა ვერავინ გაუწია და გადამწყვეტ მატჩს სეტწაუგებლად შეხვდება. ამერიკელმა კი, რომელიც მსოფლიოში მე-40 ჩოგანია მეორე წრეში დავიდ გოფინი დაამარცხა, ხოლო დომინიკ ტიმს რევანში აუღო, რადგან წინა წელს ამავე ტურნირის ნახევარფინალში ქუერი ავსტრიელთან დამარცხდა.

აქამდე ნადალი და სემი 4-ჯერ შეხვდნენ და 4-ჯერვე ესპანელმა იმარჯვა. წინა წელს ნადალი აღნიშნულ ტურნირზე არ გამოდიოდა და ქულა დასაცავი არ აქვს, შესაბამისად მოგების შემთხვევაში 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს. სემმა კი პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ნახევარფინალში გავიდა, ამჯერად კი შედეგი გააუმჯობესა და შეეცდება ATP-ის მეცხრე ტურნირი მოიგოს. შეხვედრა 5 მარტს, თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150759